წარსულში ჩვენი ცუდად მოქცევების გამო ამართლებთ დღეს თქვენს ცუდად მოქცევას - ბობოხიძე "ქართულ ოცნებას"
პოლიტიკა - 19:53, 10 Feb, 2017     2063
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ფარული მიყურადების თაობაზე საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ დილიდან ისმის ურთიერთბრალდებები. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების არგუმენტი, რა ცუდად იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“, არგუმენტი არ არის.
"პორნოგრაფიის ყურების სურვილი თუ გქონდათ, გეთქვათ და გაყურებინებდნენ. თქვენ ხომ იგივეს აგრძელებთ და გაცილებით უფრო მასშტაბურად?"- თქვა დეპუტატმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.
„წარსულში ჩვენი ცუდად მოქცევების გამო ამართლებთ დღეს თქვენს ცუდად მოქცევას. კანიბალი ახსენეს და ჩავთვალოთ, რომ კანიბალი ვიყავი, ოღონდ აღარ ვჭამ ადამიანებს, მოვდივარ და ვხედავ, რომ თქვენ იწყებთ დღეს კანიბალიზმს და გეუბნებით, რომ ცუდია. არა, რა კარგი გემო ჰქონიაო, თქვენ ლაპარაკობთ და აგრძელებთ ადამიანების ჭამას. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ წარსულზე არ ვილაპარაკოთ, მაგრამ დღევანდელი შეცდომების „გაპრავება“ წარსული შეცდომებით როგორ ხდება? ძიძიგურო, როდესაც შენ 2004 წელს მოხვედი ხელისუფლებაში „ნაციონალურ მოძრაობასთნ“ ერთად და შემდეგ ვაჟკაცურად გახვედი, მეგონა, რომ პრინციპების დარღვევის გამო წახვედი, მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ პირადი კეთილდღეობა იყო შენი მოტივი. დღეს გატრუნული ზიხარ და ყველა იმ დარღვევას, რომელზეც გველაპარაკებით წარსულში, ხელახლა იმეორებთ"- თქვა ბობოხიძემ.
მისი თქმით, უმრავლესობა სახელმწიფო ინტერესების გამო კი არ აპირებთ სუს-ი ამოქმედოს, "არამედ იმ ერთი კაცის სამსახურის გამო, რომელსაც მიაჩნია, რომ „ასავალ-დასავალია“ ეტალონი და ასავალ-დასავალად აქცია დღევანდელი სუს-ი. ის ჭრის, კერავს, ამონტაჟებს. სუს-ი გადაიქცა ჭორიკნების ორგანოდ".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42