„ბიზნესი და ტექნოლოგია ის მიმართულებებია, რომელიც ძალიან სჭირდება სახელმწიფოს და ქვეყნის განვითარებას“- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 18:48, 10 Feb, 2017     1448
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლადგახნსილ „სილიკონ ველი თბილისის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ეწვია.

გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ბიზნესი და ტექნოლოგია არის ის მიმართულებები, რომელიც ძალიან ჭირდება ჩვენს სახლემწიფოს და ქვეყნის განვითარებას.

„უაღრესად სასიხარულოა ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, მონაწილეობა იმ პროცესში, როდესაც იწყება ძალიან მნიშვნელოვანი, შენი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე. როდესაც ვხედავთ, რომ ფუძნდება ახალი საგანმანათლებლო კერა. ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემას, ემსახურებოდნენ ახალგაზრდა თაობების აღზრდას და ეს ადამიანები არიან ჩართულები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ახალ წამოწყებაში.

2017 წელი მე განათლების წლად გამოვაცხადე და მინდა ხაზგასმით მადლობა ვუთხრა იმ ჯგუფს, რომელმაც ასეთი კარგი პირველი ნაბიჯი გადადგა 2017 წელს და ასეთი მნიშვნელობის მქონე უნივერსიტეტს იწყებს წლევანდელი წლიდან. ბიზნესი და ტექნოლოგია არის ის მიმართულებები, რომელიც ძალიან ჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიების ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მენეჯმენტის სკოლის დამფუძნებელი სულიკო ქადაგიძე, სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდისა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მომზადების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„მე ძალიან მახარებს, რომ თქვენ ჯგუფთან ერთად ამ პროცესში ჩართულია ბატონი სულიკო ქადაგიძე. ბატონი სულიკო არის ადამიანი, რომელმაც მართლა ძალიან ბერვი გააკეთა ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემისათვის. 80-იან წლებში თქვენ ხელმძღვანელობდით იმ ინსტიტუტს, რომელიც ჯერ კიდევ წარმოუდგენელი, საბჭოთა კავშირის სისტემაში, მომავალი ბიზნესის და ჩვენი მაშინდელი სისტემისთვის უცხო, მაგრამ მნიშვნელოვანი დისციპლინის სწვალებას ახორციელებდა.

შემდეგ უკვე დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან თქვენ შექმენით ის ბრენდი, რომელიც არის მართლაც გამორჩეული სტანდარტისა ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში, ეს არის „ESM“.

დღეს უაღრესად მახარებს, რომ ამ ახალ წამოწყებაშიც თქვენ მონაწილეობთ. ეს მართლაც ძალიან დიდი იმედის მომცემია და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი გამოცდილება, თქვენი ცოდნა მნიშვნელოვნად წაადგება ამ ახალ ინსტიტუტს.

გისურვებთ წარმატებას ახალ ჯგუფს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ბატონი სულიკოს მიმართ და მინდა დღეს დავაჯილდოვო ღირსების ორდენით,“-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42