ევროკაშირის ემბარგოს ვადა ოფიციალურად მაისის ბოლოს ეწურება.
სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს შემსუბუქება ბრიტანეთისა და საფრანგეთის ძალისხმევით მოხერხდა.
ამასთანავე, ევროკაშირმა გადაწყვიტა, კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივოს ვადა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ფინანსურსა და ეკონომიკურ სანქციას.
ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკების შემდეგ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
"ევროკავშირი შეთანხმდა, გააუქმოს სირიის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდებაზე მოქმედი ემბარგო და შეინარჩუნოს სირიის რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედი ყველა არსებული სანქცია. დიდ ბრიტანეთს სწორედ ამგვარი შედეგის ხილვა უნდოდა. რა თქმა უნდა, ბევრი ქვეყნისთვის ეს რთული აღმოჩნდა და ამიტომაც გვქონდა ასეთი გრძელი დისკუსია დღეს, უკანასკნელი 12 თუ 13 საათის განმავლობაში. მაგრამ ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა."
მასალის გამოყენების პირობები






