აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია კარასინის განცხადებას ცინიზმის მორიგ გამოვლინებად აფასებს
პოლიტიკა - 14:22, 10 Feb, 2017     2508
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას ცინიზმის მორიგ გამოვლინებად აფასებს.


”დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის მოგზაურობის გაადვილების საფუძველი გახდება. მათზე ევროპაში სამოგზაუროდ ნებისმიერი სახის ვიზის გაცემა გართულებულია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ეს არის ადამიანების მიმართ არაჰუმანური დამოკიდებულება” -აღნიშნა კარასინმა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გ.კარასინმა აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა განცხადება ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების - საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით, იმავდროულად ხაზი გაუსვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთათვის ევროვიზების გაცემის აუცილებლობას. ”მათ არ გასცემენ ვიზებს იმ მოტივაციით, რომ არ წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეებს, ასეთ მიდგომას კი არ შეიძლება ვუწოდოთ ჰუმანური”, - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ გ.კარასინის ეს განცხადება შეაფასა, როგორც ცინიზმის მორიგი გამოვლინება საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ.

"საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცინიზმი, ძალადობასა და სიცრუესთან ერთად, გახლავთ კრემლის პოლიტიკის ძირითადი შემადგენელი ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. წარმოგიდგენიათ, თურმე, უარს ევროვიზების გაცემაზე იმ პირთათვის, რომელთაც არ სურთ ჰქონდეთ საქართველოს პასპორტები, ”არ შეიძლება ვუწოდოთ ჰუმანური”. ამას ამბობს წარმომადგენელი აგრესორი ქვეყნისა, რომელმაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართული მოსახლეობის გენოციდი და ეთნიკური წმენდა განახორციელა; წარმომადგენელი ქვეყნისა, რომელიც ამოფარებულია ბედკრულ სეპარატისტებს და არათუ ევროპაში, არათუ, მაგალითად, მოსკოვში, საკუთარ სახლებშიც კი არ უშვებს მის მიერ ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის დიდ უმრავლესობას. გ.კარასინის დამახინჯებული ლოგიკის მიხედვით, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის დაკანონების მცდელობა, სავსებით ჰუმანურია ე.წ. ახალი რეალიების პირობებში, ხოლო ევროვიზებზე უარი ნამდვილი პასპორტების აღების სურვილის არმქონე ადამიანებისთვის, თურმე, ”არ შეიძლება იყოს ჰუმანური”.

აფხაზებსა და ოსებზე გ.კარასინის ”ზრუნვაში” იკვეთება რუსეთის სურვილი - სოხუმსა და ცხინვალში გახსნას პასპორტების ”გამოსაცხობი” ახალი ”ბიზნესი”, რომ მერე ევროპა წალეკოს კრემლისთვის ”საჭირო” ხალხით.

რაც შეეხება აფხაზებსა და ოსებზე რეალურ ზრუნვას, იგი უკვე გამოავლინა როგორც ევროკავშირმა, ისე საქართველოს ხელისუფლებამ. ოკუპირებული რეგიონების კანონიერ მაცხოვრებლებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებით ისარგებლონ. მათ ეს მშვენივრად იციან. პირველი მერცხლები, როგორც ჩვენთვის ცნობილია, უკვე გამოჩნდნენ, თუმცა ვიზალიბერალიზაციის ყველა პროცედურა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული"- აღნიშნა გამახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42