"ერთად ვაიძულოთ ოლიგარქი უკან დაიხიოს"- ენმ საზმაუში განვითარებულ მოვლენებზე
პოლიტიკა - 12:26, 10 Feb, 2017     1031
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილ რადიკალურ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცველელად გთავაზობთ:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყურადღებით და შეშფოთებით აკვირდება საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, რაც უკავშირდება ახალი მენეჯმენტის სამ წლიან რადიკალურ გეგმას მაუწყებლის „გარდაქმნის“ შესახებ. არავინ შეიძლება იყოს რეფორმისა და განვითარების წინააღმდეგი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პირობებში, სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ წარმოდგენილი გეგმა არა საზოგადოების, არამედ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებზეა მორგებული.

ივანიშვილების ოჯახის ტელევიზიის (GDS) ყოფილი პროდიუსერისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი გენერალური დირექტორ ვასილ მაღლაფერიძის გეგმა ითვალისწინებს შემდეგს: ასამდე გადაცემის დახურვა, თანამშრომლების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, ახალი შენობა. ამასობაში კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულფასოვანი მუშაობის ხანგრძლივი ვადით შეჩერება. ეს უპასუხისმგებლო კონცეფცია, საარჩევნო წელს საზოგადოებრივ მაუწყებელს დებატებისა და საზოგადოებრივ –პოლიტიკური გადაცემების გარეშე გვთავაზობს, რაც მაუწყებლის მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა იქნება.

ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ არაერთხელ უღიარებია საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკასა და მის მენეჯმენტში უხეშად ჩარევის სურვილები და გეგმები. გამოდიოდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან მეცხრე არხის მიერთების, ხანაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ოცი წლით დაფინანსების უცნაური წინადადებებით.

რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე წელია ცდილობს მაქსიმალურად და ბოლომდე გააფართოვოს საკუთარი გავლენა მედიაზე, რისთვისაც ყველაზე უხეშ მეთოდების გამოყენებას არ ერიდება. როგორც ცნობილია, მთელ ამ პროცესში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემების დახურვითა და სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლით დაიწყო.

საზოგადოებრივ იმაუწყებლის მიმართულებით ივნიშვილის საბოლოო მიზანი, როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქეების გადასახადების ხარჯზე საოჯახო ტელევიზიის მიღებაა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იქნება წინა ხაზზე ბიძინა ივანიშვილისგან სიტყვის თავისუფლების დასაცავად. ერთად ვაიძულოთ ოლიგარქი უკან დაიხიოს. საქართველო არ არის მისი ბიზნეს–აქტივი, რომ საკუთარი ახირების შესაბამისად განკარგოს"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42