თერჯოლის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავტომანქანა, რომელსაც პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე სწავლებაში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდა, ხეს შეეჯახა.
კოლონა დასახლებულ პუნქტ სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამხედრო პოლიციის ესკორტით მოძრაობდა, რა დროსაც ავტომობილი მოსრიალდა და ხეს შეეჯახა.
სამხედრო მოსამასახურეები სხვადასხვა დაზიანებებით ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაშავებულები სამინისტროს წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოძიება მე-400 მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო სპეციალური, ან სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპულუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. გამოძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები






