,,გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით, რომლის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს თავისუფალი სიტყვის დაცვა", - განაცხადა ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრმა, მამუკა გამყრელიძემ, რომელსაც დღესვე 8 პოლიტიკური ორგანიზაცია შეუერთდა.
კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ხვალინდელი აქცია ინტერპარტიულ ფორმატში ჩატარდება და 8 პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ თავისუფალ სიტყვას ომი გამოუცხადა და მიმდინარეობს "მედიის კასტრაცია."
,,ჩვენი მიზანია დავიცვათ რუსთავი 2, სოლიდარობა გამოვუცხადოთ საზმაუს და მის თანამშრომლებს. ეს პოლიტიკური საკოორდინაციო საბჭო სრული შემადგენლობით უერთდება ხვალინდელ აქციას” - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
"პერმანენტულ აქციებს ვგეგმავთ და შეიძლება ეს აქციები გრძელვადიანი იყოს"- თქვა ქარდავამ.
,,ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არა მარტო ერთხელ იყოს პერმანენტული აქცია, არამედ იყოს მზადება რუსთავი 2-ის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად” - გნაცხადა პაატა დავითაიამ.
პოლიტიკურ სუბიექტებთან ერთად, ხვალინდელ აქციაზე მისვლას სტუდენტებიც გეგმავენ, რომლებმაც დღეს რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად უზენაეს სასამართლოსთან აქცია გამართეს.
რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად დღეს აქცია მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 13:30 საათზე დაიწყება და უზენაეს სასამართლოსთან დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






