„ჩვენ შემოვედით საზოგადოებრივ მაუწყებელში და მოვითხოვეთ პირდაპირი ეთერი, რადგან სხვა გზა აღარ დაგვრჩა და სოციალური პრობლემები, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა, საჭიროებს ფართოდ გაშუქებას და ფართო დისკუსიას.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი სივრცე, რომელშიც პარტიული და კომერციული ინტერესების გარეშე შესაძლებელია საზოგადოების ხმის გაჟღერება.
ამასთანავე მიგვაჩნია, რომ თავისუფალი სიტყვის გარანტი ქვეყანაში არის ძლიერი პროფკავშირი და მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს და ჟურნალისტებს, გაერთიანდნენ საერთო ინტერესების დასაცავად.
საზოგადოებრიუვი მაუწყებლის თანამშრომლებს თავიანთი სოციალური უფლებებისთვის ბრძოლის ყველა ეტაპზე ჩვენ სოლიდარობას გამოვუცხადებთ.
გათავისუფლებისთვის განწირულმა პროფესიონალებმა უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო თქვენ ბრძოლაში.
მოვითხოვთ მთავრობისგან გაატაროს საკუთარი ხალხის ინტერესი“- განაცხადა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში აქციის მონაწილემ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ხვალ 17:00-ზე აქციას ისევ დაიწყებენ.
მასალის გამოყენების პირობები






