ეს განცხადება ედპ-ს ლიდერმა ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრების პოლიტიკოსებისა და არასმთავრობო სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"პერმანენტულ აქციებს ვგეგმავთ და შეიძლება ეს აქციები გრძელვადიანი იყოს"- თქვა ქარდავამ.
მისი თქმით, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები საკოორდინაციო საბჭოს შექმნაზე შეთანხმდნენ.
"პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საკოორდინაციო საბჭოს შექმნაზე შევთანხმდით. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი საბჭო უკვე არსებობს. შემუშავდება მემორანდუმი, რომელზეც მოხდება ხელმოწერა პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან და ხვალ გამართული აქცია ჩატარდება არა ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან, არამედ ინტერპარტიულ რეჟიმში. მომავალი მოქმედებები იქნება წარმართული საკოპრდინაციო ჯგუფის კოორდინაციის ქვეშ" - აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
დღეს "მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის" წევრებმა რუსთავი 2-თან და სიტყვის თავისუფლების დაცვის მიზნით, პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და საკოორდინაციო საბჭოს შექმნა შესთავაზა, რაცაც პოლიტიკურმა პარტიებმა შემხვედრი ნაბიჯით უპასუხეს და ინიციატივა მიიღეს.
პირველი აქცია ხვალ, რუსთაველის გამზირზე გაიმართება, სადაც სასამართლოზე ზეწოლას გააპროტესტებენ
ხვალინდელ აქციაშიც მონაწილეობას მიიღებენ საბჭოს მუშაობაში ჩარტული პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციიები.
მასალის გამოყენების პირობები






