„3 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და თავი დაარტყა“ - უმუშევარი ახალგზარდები და კონსულტანტების ყოფა საქართველოში
სოც.მედია - 17:06, 09 Feb, 2017     35257

„ეს ამბები “ფრესკოს” თანამშრომლების წერილმა გამახსენა.


ეს ადამიანები, უმდაბლეს ხელფასზე კონსულტანტებად ან მოლარეებად რომ მუშაობენ, 18-30 წლის გოგო-ბიჭები არიან.“ - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში, რომელიც ქვეყანაში არსებული რეალობის ერთ-ერთ სასტიკ მხარეს აღწერს.



არ მოგწონს? წადი!


საყიდლებზე დავბოდიალობდი. ერთ-ერთ მაღაზიაში გოგო შემოვიდა. კართან, გარეთ პატარა ბიჭი დატოვა, 6-7 წლის. მენეჯერს მოკრძალებულად ჰკითხა ვაკანსია ხომ არ გაქვთო. მკვახე უარი არ გაკვირვებია. ზრდილობიანად გაიღიმა, მოიბოდიშა და გავიდა. მეც გავედი.
– აქაც არაო, დე? – ჰკითხა ბავშვმა.

არაო! - სუნთქვას ამოაყოლა იმ გოგომ. მუშაობას რო დაიწყებ, ტყლარწს მიყიდი? – გიყიდი დედი, ცოტაც და ვიპოვი რამეს. – მიიხუტა შვილი და აწყობილი ნაბიჯით გაუყვნენ პეკინს.

კი არ შემეცოდა. მომინდა, იმ ბავშვისთვის მეთქვა, რომ ყველაზე მაგარი დედა ყავს მსოფლიოში და აუცილებლად იპოვის კარგ სამსახურს.
კიდევ ერთ ფაქტს შევესწარი იმ დღეს. კონსულტანტის ვაკანსიაზე გოგონა მივიდა მაღაზიაში, გასაუბრებაზე. “10 საათის განმავლობაში დაჯდომის ან კედელზე მიყუდების უფლება მექნება?” – კითხულობს სამსახურის მაძიებელი. მერე მოაყოლა, ძველი სამსახურიდა ამ მიზეზით გამომიშვეს, დაჯდომა დამაბრალეს, არადა არ დავმჯდარვარო.
ჰოდა, შემრცხვა. იქნებ როგორ სტკივათ ხოლმე ფეხები, როცა მე, ცალწარბაწეული, ღიმილს ვითხოვ მათგან. იქნებ ისე აწუხებს ხერხემალი, კედელზე მიყუდება მთელ სიცოცხლეს ურჩევნია. 10 საათი ფეხზე დგომა ადვილი ხომ არ არის. სულ რომ არაფერი გააკეთო, 10 საათი ფეხზე როგორ უნდა იდგე?!
ახალგაზრდა ქალები შემოვიდნენ მაღაზიაში. რამდენიმე წუთი ათვალიერებდნენ პროდუქციას. კონსულტანტი მიუახლოვდათ, მიესალმათ და ზურგს უკან, შორიახლოს დაიწყო მოძრაობა. ცამოწმენდილზე ერთ-ერთი ქალი მიუბრუნდა და დამცინავად ეუბნება: “რა ძაღლივით დაგვდევ, გვაცადე რა თვალიერება!!!” გაოგნდა გოგო, გაწითლდა სიბრაზისგან. მენეჯერს გახედა. გამოსცილდიო. თვალით ანიშნა უფროსმა. ქალებმა სიცილ-კისკისით დატოვეს მაღაზია.
მძიმე სურათი იყო. რა საშინელი პირობებია მომსახურების სფეროში მეთქი გავიფიქრე. მერე იმაზე დავფიქრდი, ასეთ სამსახურზეც რამდენი ოცნებობს – მეთქი. ალბათ, იმ გოგოს კარდაკარ სიარულით შვილთან ერთად რომ ეძებდა შემოსავლის წყაროს, დაგზავნილ CV-ებზე არავინ გამოეხმაურა. ალბათ, როგორ ჭირდებოდა სამსახური. თუნდაც, თვეში 300 ლარიანი სამსახური.
სამსახური რომ არ ჭირდებოდეს, არც ჩემი ერთი მეგობარი მოითმენდა, რასაც ითმენს. ცნობილი ბრენდის მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობს. საწყობში გასაყიდი ტანსაცმლის დაფასოების დროს კიბე გატყდა და დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. თავი დაარტყა. მხარი გადაიტყავა. შუბლიდან სისხლი სდიოდა. აბა, გამოიცანით მენეჯერის რეაქცია. სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა? არა! სახლში გაუშვა! არა. უჰ, ეგ არაფერიო. მეორე კიბე ამოატანინა. ამით ისარგებლე, დროზე დაასრულე რაც დაიწყე და გამოდი დარბაზშიო. საწარმოო ტრავმა და შრომის კოდექსი რომ უხსენეს, იკივლა. “არ მოგწონს? წადი!”ორ თვეში ხელშეკრულების ვადა გეწურება და აღარ გინდა გაგირძელოთო?!

ეს ამბები “ფრესკოს” თანამშრომლების წერილმა გამახსენა.
ეს ადამიანები, უმდაბლეს ხელფასზე კონსულტანტებად ან მოლარეებად რომ მუშაობენ, 18-30 წლის გოგო-ბიჭები არიან. ხშირად იმაზე განათლებულები, ვიდრე მათ თანამდებობას ჭირდება. ხშირად იმაზე დიდი შესაძლებლობებით, ვიდრე ამ სამსახურებში შეუძლიათ გამოავლინონ.
მესმის, რომ ბიზნესს თავისი კანონები აქვს. მესმის, რომ თუ “უპატრონო” ხარ ამ ქვეყანაში რამეს რომ მიაღწიო, სტაჟიორად/უხელფასოდ მუშაობით უნდა დაიწყო, თუ დამსაქმებელს უნდა, საათში ერთხელ გაჯგიმულმა ჰიმნიც უნდა იმღერო და დასაცინი გახდე, მაგრამ … თუ ბიზნესი არ იგრძნობს პასუხისმგებლობას თავის თანამშრომლებზე, თუ არ მისცემს ცოტათი უფრო ადამიანურ შრომის პირობებს, ეს გოგო-ბიჭები ასაკის მატებასთან ერთად ძალიან ახლოს ჩაუვლიან სოციალურად დაუცველთა რიგებს და რისკები, რომ შეურთდნენ ამ რიგებს ძალიან მაღალია. თუ ამ გოგო-ბიჭებმაც ხელი სახელმწიფოსკენ გამოიშვირეს, მერე მათი პრობლემების მოგვარება იქნება უფრო ძნელი. ისინი არიან ბევრნი.
ამაზე უნდა იფიქროს ბიზნესმა და სახელმწიფომ.

Giorgi Fsitidze Yorke





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42