„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძემ ე.წ. მოსმენების გასაღებთან დაკავშირებულ კანონპროექტს რუსულ მოდელს უწოდებს.
მისი თქმით, " ევროპული მიდგომის მიხედვით, ე.წ. გასაღები არის კერძო ოპერატორების ხელში, რუსული მიდგომით კი - უსაფრთხოების სამსახურს აქვს პირდაპირი წვდომა საკომუნიკაციო საშუალებებთან".
„ჩვენ, საბოლოო ჯამში, მივედით რუსულ მოდელთან. რასაც პარლამენტი განიხილავს, რეალურად, ეს არის რუსული მოდელი, რომელიც ადამიანის უფლებათა სასამართლომ ზახაროვის საქმეში მიიჩნია კონვენციის მერვე მუხლის საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.
გიორგი გოცირიძის განცხადებით, ყველანაირი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, რომ აღნიშნული კანონპროექტი კანონად არ იქცეს.
„მიგვაჩნია, რომ ყველანაირი ღონისძიება, მათ შორის პრეზიდენტის ვეტო და სხვა საერთაშორისო თუ შიდა სამართლებრივი საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულდეს და ეს კანონპროექტი ამ ფორმით არ იქნას მიღებული“, - განაცხადა გოცირიძემ.
გიორგი გოცირიძეს სააგენტოს ხელმძღვანელის სუს-ის უფროსის მიერ დანიშვნას ეწინააღმდეგება.
მისი თქმით, სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნის წესიც არ პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნებს.
საკანონმდებლო ორგანო ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანომდებლო პაკეტის განხილვას ხვალიდან იწყებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკანონმდებლო პაკეტის შესწავლა და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






