პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. მოსმენების შესახებ კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან გამართა
პოლიტიკა - 14:10, 09 Feb, 2017     1510
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მოძრაობის „ეს შენ გეხება“ წევრებს შეხვდა და ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტის შესახებ კონსულტაციები გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი, მოძრაობის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან გიორგი გოცირიძე, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოდან“ გიორგი ბურჯანაძე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“ ლიკა საჯაია.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ანა დოლიძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტში დღეს ინიცირებული კანონპროექტი შეიცავს რამდენიმე პრობლემურ დებულებას. ამიტომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აწარმოებს კონსულტაციებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის არასამთავრობოებთან, კომერციულ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სტურქტურებთან, რომ ჩამოაყალიბოს ისეთი პოზიცია, რომელიც იქნება შესაბამისობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებებთან და გადაწყვეტილებასთან.

ანა დოლიძე კონსულტაციებს სთავაზობს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ჩვენ გავივლით ყველა ამ საჭირბოროტო საკითხს ყველა შესაბამის ორგანოსთან, ვთავაზობთ კონსულტაციას საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო ფრაქციებს და გამოვლინდება ის თემები რომლებზეც შეიძლება შეთანხმება, ან რომლებზეც გაგრძელდება დისკუსია.

ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩავერთოთ საკანონმდებლო მუშაობაში, თუ ამის საშუალება მოგვეცემა და კანონპროექტის განხილვა არ მოხდება ფორსირებულ, დაჩქარებულ რეჟიმში.

ჩვენ ვფიქრობთ გამოვიყენოთ ყველა საკანონმდებლო საშუალება, რომ გავაუმჯობესოთ ის კანონპროექტი, რომელიც წარდგენილია და რომელიც რამდენიმე კითხვის ნიშანს ბადებს.

შესაბამისად, ვეტოზე, ან მოტივირებულ შენიშვნებზე ფიქრი დღეს ნაადრევია, იმიტომ რომ ჩართული ვართ საზოგადოებასთან, პარლამენტთან მუშაობაში და ვთავაზობთ მათ, რომ ყველა პრობლემური საკითხი კონსულტაციების რეჟიმში გავიაროთ”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღესვე ანა დოლიძე გეგმავს შეხვედრას ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებთან.

6 თებერვალს კი, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უკვე შეხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42