დიპლომატის თქმით, ხელისუფლებამ ეკონომიკური თუ იურიდიული პროცესების გამოყენებით, მედიასივრცე მოასუფთავა.
"მარტივად რომ დავაკვირდეთ რაც მოხდა, იგივე სააგენტოებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ეკონომიკური თუ იურიდიული პროცესებით გამოყენებით, რეალურად მოხდა ხელისუფლების მიერ მედიასივრცის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის მონოპოლიზაცია. ეს მნიშვნელოვანწილად ტელესივრცეშიც მოხდა და ახლა გადასულები არიან დასკვნით ფაზაზე, როდესაც ბოლო დარჩენილი, უმნიშვნელოვანესი, სიტყვის თავისუფლების კუნძულებიც უნდა მოისპოს ტელესივრცეშიც. ეს ძალიან სახიფათო მიმართულებაა იმიტომ, რომ ხელისუფლება უკონტროლო დარჩება თავის ქმედებებში, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს არამხოლოდ დემოკრატიას, არამედ სახელმწიფოა ფუნდამენტურ ინტერესებს, თითოეული მოქალაქის ინტერესებს. მედიაკონტროლის გარეშე დარჩენილი ხელისუფლება, მით უმეტეს ისეთი, რომელიც ახლა გვყავს, ძნელად წარმოსადგენი არ არის, თუ რისი მომტანი შეიძლება იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის"- აღნიშნა ვაშაკიძემ.
მისი თქმით, ,,ახალი ერთობა საქართველო" ითანამშრომლებს ყველა იმ პოლიტიკურ თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ვინც თვლის, რომ სიტყვის თავისუფლებას დაცვა უნდა.
"ჩვენ დავაანონსეთ ასეთი საზოგადოებრივი ინიციატივის აუცილებლობის შესახებ და რა თქმა უნდა, ღია ვართ თანამშრომლობისთვის. გამოხმაურებები დაწყებულია, ეს პროცესი დღეს მნიშვნელოვანწილად გამოიკვეთება, რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია უკვე გამოგვეხმაურა. დღის განმავლობაში და ხვალ უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით, კონკრეტულად რომელი ორგანიზაციები ჩაერთვებიან ამ ინიციატივაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფართო და კომპლექსური მიდგომაა საჭირო პრობლემა რეალურად გადაიჭრას. აქიდან გამომდინარე ჩვენ ღია ვართ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ"- თქვა ვაშაკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






