დავითაია ამბობს, რომ "რუსთავი 2" ის დასაცავად კორდინირებული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.
„სახელმწიფომ რუსთავი 2-ს ომი გამოუცხადა, ის ყველა მეთოდს იყენებს იმისათვის, რომ ეს ტელეკომპანია ჩაიგდოს ხელში, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი, აქედან გამომდინარე, რადგანაც პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, უნდა შეიქმნას პოლიტიკური საკოორდინაციო საბჭო, სადაც იქნება გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები, სხვადასხვა ორგანიზაციები და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არა მარტო ერთხელ იყოს პერმანენტული აქცია, არამედ იყოს მზადება რუსთავი 2-ის სიტყვის თავისუფლების დასაცავად და იყოს შტაბური მუშაობა იმ მიმართულებით, რომ მრავალჯერ გამოვიდეთ ქუჩაში, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღსრულება არ მოხდეს, თუ ასეთი განაჩენი გამოიტანა სასამართლომ, ე.წ. სამართლებრივმა სტრუქტურამ და დავიცვათ "რუსთავი 2" კორდინაცია ამ საკითხებში აუცილებელია, ჩვენ გამოვდივართ ამ ინიციატივით, მივმართავთ ყველას, ველოდებით მათ პასუხებს, რათა დღეიდან დავიწყოთ მკვეთრი მუშაობა ამ მიმართულებით “, - აცხადებს პაატა დავითაია.
მასალის გამოყენების პირობები






