დიდ საკონცერტო დარბაზში ფარმაცევტებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო
პოლიტიკა - 11:55, 09 Feb, 2017     1389
4 თებერვალს, კორპორაცია „გეფა“-ს ორგანიზებით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფარმაცევტებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო.

კორპორაციამ „გეფა“, რომელიც აერთიანებს და მართავს „ჯიპისის“ და „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელებს, ამავდროულად წარმოადგენს ყველაზე მსხვილ რითეილერს საქართველოში, ქართულ ფარმაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდოები გადასცა ღვაწლმოსილ ფარმაცევტებს.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: თსსუ-ს რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, ფარმაცევტულ დარგში დასაქმებული, უკვე შემდგარი და მომავალი თაობის ფარმაცევტები.

ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი, ჯგუფი „ინსაითი“, სიმფონიური ორკესტრი - ღონისძიების მეორე ნაწილი სწორედ ამ მუსიკოსებმა გაფორმეს და განსაკუთრებული ემოცია შემოიტანეს დარბაზში.

ენრიკო ბერიძე - კოპანიაგეფა“- გენერალური დირექტორი: „განათლებამ და პროფესიონალიზმმა ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს ქვეყნის მომავლისთვის. მეწარმეებმა ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ მეტი ადამიანი დასაქმდეს და განვითარებული იყოს ეკონომიკა.

დღევანდელი საღამო იმის დასტურია, რომ ორმხრივი, ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს ჩვენ თანამშრომლებთან. ამ ურთიერთობაში მთავარი გულწრფელობაა. თუ გულწრფელები და ღიები ვიქნებით ერთმანეთთან, უფრო კარგად დავინახავთ პრობლემებს და შევძლებთ სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას, რაც წარმატების მიღწევაში მეტად დაგვეხმარება.“

დავით კილაძე - კომპანიაგეფა“- სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: „ღონისძიებამ შესანიშნავად ჩაიარა. გავიხსენეთ ის ფარმაცევტები, ვის მხრებზეც, ათწლეულის განმავლობაში გადაიარა ფარმაცევტულმა დარგმა საქართველოში. თვითონ საღამო იყო ძალიან ამაღელვებელი, უნიჭიერესი ქართველი შემსრულებლების და ძალიან კარგი მუსიკის თანხლებით. ყველაზე მთავარი და კარგი ისაა, რომ ასე იწყება მეგობრობა და საერთოდ, ყველა დიდი საქმე“.

ნანა გორგასლიძე - თსსუ- პროფესორი; ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი: „ყველა სიახლეს მივესალმებოდი უწინაც და მივესალმები დღესაც. ამ 2 დიდი კომპანიის გაერთიანების შედეგად ის საზრუნავი და ძირითადი პრობლემები, რაც დგას დღეს ფარმაციის წინაშე, იმედია გონივრულ გადაწყვეტამდე მივა. მინდა მადლობა ვუთხრა ხელმძღვანელობას და ორგანიზატორებს, რომ ასეთი თბილი და კარგი საღამო გვაჩუქეს. ვუსურვებ მეტი და მეტი სასიკეთო საქმეები ეკეთებინოთ“.

ნინო ქათამაძე - მომღერალი: „ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში 2251 ადგილია და დღეს ეს დარბაზი სავსე იყო თანამშრომლებით. იგრძნობოდა, რომ მთელი გუნდი აქ იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დარბაზი სავსეა, ზრუნავენ, ფიქრობენ შენზე. მოიფიქრეს, მოაწყვეს, მოიწვიეს ამდენი ადამიანი სცენაზე, გააკეთეს კონცერტი და ამ კონცერტს აქვს გაგრძელება. მაშასადამე, ამ ისტორიას ახლავს ძალიან დიდი პროფესიონალზმი. ფიქრი, ზრუნვა და მერე ამ ყველაფრის რეალიზება ნიშნავს იმას, რომ „გეფა“ არის დიდი კომპანია და აქვს დიდი პრეტენზიები, პერსპექტივები და ხედვა. მე მას წარმატებას ვუსურვებ“.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42