შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და კონკრეტული პროექტების შესახებ ისაუბრეს. ფონდის მენეჯმენტმა ბელარუსის დელეგაციის წარმომადგენლებს ფონდის მანდატი, ფუნქცია, პრიორიტეტები და მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნეს. თავის მხრივ, ბალრუსის დელეგაციამ საქართველოს საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის შესაძლო ფორმატი განიხილა.
ბელარუსის დელეგაციის წევრებმა საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით საქართველოში მაღალი ტექნელოგიების სფეროში ინვესტირების სურვილი გამოთქვეს. შეხვედრაზე ბელარუსის მხარემ ფონდის მენეჯმენტს საქართველოში ლიფტების წარმოების დაწყების შესახებ ინიციატივა გააცნეს და ამ მიმართულებით სამომავლო პარტნიორული ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარია ბელარუსიულ კომპანია MOGILEV METALLURGICAL WORKS-ის წარმოების ანალოგიის შექმნაზე საქართველოში.
MOGILEV METALLURGICAL WORKS-ი აწარმოებს მაღალი ხარისხის სერტიფიცირებულ პროდუქტს და ორიენტირებულია ნანო ტექნოლოგიებზე.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






