თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები „კოლხიდა 2017“-ის მიმდინარეობას გაეცნენ
პოლიტიკა - 10:45, 09 Feb, 2017     1227

კრიზისის რეაგირებაზე ორიენტირებული სამეთაურო-საშტაბო უწყებათშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ აქტიურ ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე სწავლების მიმდინარეობას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში სტრატეგიულ დონეზე გაშლილ მართვის ცენტრში უშუალოდ გაეცნენ.

კრიზისების მართვის სიტუაციურ ოთახში საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც შეიკრიბნენ. მათ კრიზისებზე რეაგირებისა და მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ორგანიზების საკითხები თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიხილეს.

ტრენინგი მიზნად ბუნებრივ და ტექნოლოგიური კატასტროფის დროს უწყებათშორის კოორდინირებულ მოქმედებას, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებასა და კრიზისებზე რეაგირებას ისახავს.

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა სწავლების პროცესი დადებითად შეაფასეს. „ძალიან მნიშვნელოვანი, კარგად ორგანიზებული უწყებათშორისი სწავლებაა. ამ სწავლების და დღევანდელი შეხვედრის მიზანს ძირითად უწყებებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან კრიზისული სიტუაციის მართვაში, კოორდინაცია წარმოადგენს. მიმდინარეობს იმ საჭირო პროცედურების დახვეწა, რომელიც ასეთი ვითარებებისთვის აუცილებელია“, - განაცხადა პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ.

ქართულ-ამერიკული სწავლება სიმულაციური სცენარის მიხედვით მიმდინარეობს. სტიქიური უბედურების ადგილად ქობულეთის ტერიტორიაა გამოცხადებული. სცენარის მიხედვით, მიწისძვრის შედეგად შენობები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებია დაზიანებული. უწყებების ერთიანი მოქმედების შედეგად, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს დაზიანებების ლიკვიდირება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კრიზისის ლოკალიზების მიზნით გახსნილია სამი მართვის ცენტრი სტარტეგიულ და ოპერატიულ დონეზე.

„კოლხიდა 2017“ 10 თებერვალს დასრულდება. სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდია და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უწევს ორგანიზებას, ხოლო უშუალო მხარდაჭერას აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია, აშშ-ის ევროპული სარდლობა და საინჟინრო კორპუსი უზრუნველყოფს. სწავლებაში სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ჯვარის“ წარმომადგენლები მონაწილეობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42