მისი თქმით, მთავრობა და ხელისუფლება დაინტერესებულია საქართველოს ჰქონდეს ყველაზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი,
კვირიკაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს მიესალმება."მთავრობა და ხელისუფლება დაინტერესებულია რომ საქართველოს ჰყავდეს თანამედროვე, ყველაზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი. ასევე მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე, არ იქნება საინტერესო. ასევე ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მართლაც ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია. ამიტომ ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს, მივესალმებით პოლემიკას, მაქსიმალურ ჩართულობას იმისთვის, რომ იყოს სხვადასხვა მიდგომების ჭიდილი. დარწმუნებულები ვართ და გვინდა გვქონდეს იმედი, რომ პროცესები წარიმართება ცივილურად და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, რომელსაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იმსახურებს, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იხდის ამის საფასურს. მინდა წარმატება ვუსურვო საზოგადოებრივ მაუწყებელს და გამოვთქვა იმედი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც იქნება თანამედროვე, საინტერესო და მას დაეკისრება ძალიან დიდი ფუნქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






