საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ არავითარი შეთქმულება არ არის. მისივე განცხადებით, რუსთავი 2 მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს:
„არავითარი შეთქმულება არ არის რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. ჩვენთვის არ არის პრობლემა რუსთავი 2. რუსთავი 2 საკუთარი თავისთვის უფრო მეტ პრობლემას ქმნის, დღეს ის რასაც აკეთებს. ამ დღეების განმავლობაში იმდენი რამ მოვისმინეთ, რომელიც უკვე ცილდება გონივრულობის ზღვარს და მემგონი, რადგან დავამ გადაინაცვლა სამართლებრივ სივრცეში და ერთის მხრივ ჩართულია გამოძიება და პროკურატურა, ამიტომ დაველოდოთ მის შედეგებს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამ საკითხზე საუბრობს საპარლამენტო ოპოზიციაც. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის დანიშვნასაც რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირებენ.
„იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, ყველა სახელმწიფო ორგანო იჩენს საოცარ ეფექტურობას, რასაც ვერ ახერხებენ როცა საქმე ხალხის ინტერესებს ეხება,“- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






