პრაღიდან თბილისში გვიან ღამით დაბრუნდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე. აბაშიძე ადასტურებს, რომ გრეგორი კარასინთან შეხვედრის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა 2011 წლის ხელშეკრულება იყო. წინასწარი მონაცემებით, სოჭთან, ჩრდილო ოსეთსა და ზემო ლარსში 3 საბაჟო პუნქტი გაკეთდება, რომელსაც ოპერირებას შვეიცარიული კომპანია გაუწევს.
„ვისაუბრეთ, 2011 წელს გაფორმებულ შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ და შევთანხმდით, რომ დაჩქარდება მუშაობა ამ თვალსაზრისით. ჩვენ რუსეთის მოქალაქეებს საერთოდ მოვუხსენით სავიზო მოთხოვნები. თუ კიდევ გაამარტივებენ, მივესალმებით ამას, თუ მოხსნიან, ამასაც მივესალმებით, მაგრამ ეს მათი პრეროგატივაა. როგორც ამბობენ, ფიქრობენ და მუშაობენ შემდგომ გამარტივებაზე,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






