“ჩვენი სახელმწიფოებრიობის ევროპული გზა უნივერსიტეტზე და უნივერსიტეტელებზე გადის” - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 20:40, 08 Feb, 2017     1493
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 99 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თსუ-ს ბიბლიოთეკას საჩუქრად საქართველოს კონსტიტუცია გადასცა.

გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი დაარსების დღიდან იყო ქართული მეცნიერების, სულიერების, საზოგადოებრივი ცხოვრების, ჩვენი სახლემწიფოს განვითარების და ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების ადგილი.

„მაშინაც კი, როდესაც საქართველოს არ ჰქონდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, როდესაც ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი, სწორედ აქ უნივერსიტეტის კედლებში ცოცხლობდა დამოუკიდებელი საქართველოს იდეა. სწორედ აქ, უნივერსიტეტის კედლებიდან სტუდენტები და პროფესურა იწყებდა იმ მოძრაობას, რომელმაც 25 წლის წინ ჩვენ დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა.

წელს ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მიდის. თავისუფლებისკენ როგორც საკუთარი თავის, საკუთარი იდენტობის, საკუთარი გზის შეცნობისა და ამ გზის გავლის უნარისკენ.

მე მინდა სწორედ აქ, უნივერსიტეტში ხაზი გავუსვა იმას, რომ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას სწორედ უნივერსიტეტის და განათლებული ადამიანების დისკუსიის შედეგად მივაღწევთ.

ჩვენ, როცა ვსაუბრობთ ევროპულ სახელმწიფოებრიობაზე, ევროპულ კულტურაზე და იმაზე, რომ საქართველო ამ კულტურის ნაწილია, ჩვენ ისიც უნდა ხაზგასმით გავიხსენოთ, რომ ევროპა სწორედ საუნივერსიტეტო ცხოვრების ირგვლივ შეიქმნა. ის სულიერი დებატები, რაც ხორციელდებოდა ევროპის ისტორიაში, სწორედ პირველი უნივერსიტეტების წიაღში ხორციელდებოდა.

შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ევროპული გზა ნამდვილად უნივერსიტეტზე, უნივერსიტეტელებზე გადის.

მე მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ როდესაც 2017 წელი განათლების წლად გამოვაცხადე, ვსაუბრობდი იმაზეც, რომ უნდა გაძლიერდნენ განათლების კერები და გაძლიერდეს ჩვენი მხარდაჭერა განათლების სისტემის მიმართ.

მე გულწრფელად მჯერა, რომ თქვენი ხმა ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად უნდა ისმოდეს. მე მწამს, რომ ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობს დებატები ჩვენს საზოგადოებაში, უნდა ისმოდეს სტუდენტების და პროფესურის ხმა.

არა მხოლოდ პოლიტიკოსები უნდა საუბრობდნენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, არამედ შეხედულებები, შეფასებები, შეწონვა მნიშვნელოვანწილად თქვენგან უნდა მოდიოდეს, პროფესორებისგან, სტუდენტებისგან, რადგან განათლება ნიშნავს იმას, რომ თქვენი ცოდნა და განათლება მთელი საზოგადოებისთვის მისაწვდომი გახდეს.

ბოლოს, დღეს კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტს იუბილე, გითხრათ, რომ მინდა ძალიან აქტიურად ჩატარდეს მომავალი წელი, როდესაც ჩვენ ასი წლის იუბილეს გადაუხდით ჩვენს მშობლიურ უნივერსიტეტს და მთელს საქართველოსთან ერთად ვიზეიმებთ ამ მნიშვნელოვან თარიღს.

მინდა კონსტიტუცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ძირითადი დოკუმენტია, რომლის ირგვლივაც ხორციელდება ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება, ეს კონსტიტუცია გადავცე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას და ბატონ რექტორს“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42