„არანაირ სტანდარტებში არანაირ ეთიკაში იმ აუცილებელ და საკანონმდებლო თუნდაც საერთაშორისო რეგულაციებში არ ჯდება ასეთი ტიპის დაუსრულებელი ზღვარგადასული და ცილისმწალებლური განცხადებები.
მე არ ვუყურებ ამას სერიოზულად, თქვენ წერთ სცენარს დღის განმავლობაში, მერე ამას დგამთ, ამ უხამს და მდარე პროდუქტს გვთავაზობთ და მერე გინდათ, რომ ამაზე სერიოზული კომენტარები ვაკეთო?“ - მიმართა "რუსთავი 2"-ს ბესელიამ.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, პროკურატურის მიერ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, სადაც დ. საყვარელიძე ფიგურირებდა, დავით საყვარელიძის უდანაშაულობის პრეზუმცია არ დარღვეულა.
„საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს საუბრის ფორმატის და ჩარჩოების, სად შეიძლება გადავაბიჯო პრეზუმციის ზღვარს, დიახ, პრეზუმციის დაცვით გავაკეთე ეს განცხადება. დანარჩენი პროკურატურამ დაადგინოს“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






