მანანა კობახიძე აცხადებს, რომ დღეიდან მთელი მისი ანგარიშვალდებულება ეკუთვნის საზოგადოებას და დასძენს, რომ იგი კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების სამსახურში იქნება:
,,შესაბამისად, ყოველგვარი პოლიტიკური კავშირები არის უკვე წარსული. ჩემი მხრიდან იქნება გადაწყვეტილებები, რომელიც განპირობებიული და მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის პრინციპებიდან, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იმ შინაგანი რწმენით, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა მოსამართლემ. ამ ყველაფრის დემონსტრირება მოხდება იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც როგორც მოსამართლე ხელს მოვაწერ. საზოგადოება დაინახავს, თუ რას ემსახურება მანანა კობახიძე მომავალში - ემსახურება კონსტიტუციას, მის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და კონსტიტუციური წესრიგის დამკვიდრებას. იმ წუთიდან, როდესაც კანონი შედის ძალაში, ყოველგვარი კავშირი მის ავტორთან, მის შემოქმედთან არის გაწყვეტილი. ეს კანონები არის მოქმედი კანონები. თუ გამოიკვეთა, რომ რაიმე არის მათში არაკონსტიტუციური, ვცნობთ არაკონსტიტუციურად. ასე რომ, ეს გათავისებული და გააზრებულია ჩემი მხრიდან. არავითარი პოლიტიკური განცხადება ჩემი მხრიდან არ გაკეთდება, საჯარო სივრცეში ურთიერთობა იქნება შეწყვეტილი, რადგან სასამართლოს მოსამართლის მხრიდან ეს იკრძალება. შესაბამისად, მე უნდა დავემორჩილო კონსტიტუციის მოთხოვნას“, - განაცხადა მანან კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






