ირმა ნადირაშვილი ირაკლი სესიაშვილს სპეციალურად დანიშნული კომიტეტის სხდომის მოწვევას სთხოვს
პოლიტიკა - 16:16, 08 Feb, 2017     2581

ირმა ნადირაშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავჯდომარეს მიმრთავს. „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ ერთ - ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილ მოუწოდებს, მოიწვიოს სპეციალურად დანიშნული კომიტეტის სხდომა, სადაც შესაძლებელი იქნება ათასობით უმუშევრად დარჩენილი სამხედროს საკითხებს განიხილვა.

„დღეს პარლამენტში სტუმრად არიან გათავისუფლებული ოფიცრები თავდაცვის სამინისტროდან, მე მქონდა ორ დღიანი კომუნიკაცია პარლამენტის აპარატთან რომ ოფიცრებს ქონოდათ შესაძლებლობა სტუმრებისთვის განკუთვნილი ადგილიდან თვალი ედევნებინათ პარლამენტის სხდომისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დავარწმუნე პარლამენტის თანამშრომლები რომ მათი შემოშვება აქ ნაკლებად საფრთხის შემცველია ვიდრე წითელაშვილის დაცულ ობიექტებზე, ჩვენ თავდაცვის სამინისტრომ მშრალი განცხადებით გვაცნობა რომ რეორგანიზაცია მის სტრუქტურებში დამთავრებულია და ამ მშრალი განცხადების უკან დგას ათასობით დამსახურებული ოფიცრის ძალიან მძიმე ისტორია,

მაგალითად: რატი გათუა რომელიც დღეს პარლამენტშია ის ოთხი შვილის მამაა, მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ის არის სამხედრო პოლიციის კაპიტანი, სერგო კისელერი სამოქალაქო პირი მისი ოჯახი მეორე შვილს ელოდება, ირაკლი ფაილაძე უფროსი ლეიტენანტი, რომლის გადამზადებაში სახელმწიფომ 10000 ლარი დახარჯა და ასეთი ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი, შოთა მათითაიშვილი აღმოსავლეთ ბატალიონში მსახურობდა 6 წლის განმავლობაში, მის მეუღლეს ჯანმრთლეობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემბი, რის თაობაზეც წერილობით აცნობა ბატონმა შოთამ იზორიას და სამაგიეროდ მიღო მესიჯი 19 თებერვალს ნათლიღებას, მინისტრმა ნათლიღება მიულოცა და უსურვა რომ უფალს ებარებოდეს.

ჩვენ ვითხოვდით ბიუროკრატიის და ზღვარგადასულ ფუფუნების შემცირებას რომელშიც ქართული ოცნება ცხოვრობს. ჩვენ არ ვფიქრობდით რომ უმუშევრად უნდა დარჩენილიყო მაგალითად რატი გათუა რომელსაც 4 შვილი ყავს, მე დარწმუნებული ვარ რომ არცერთ თქვენ ნათესავს და აქტივისტს სამსახური არ დაუკარგავს და ბოლოს გავიგე როგორ დაასაქმეთ თქვენი ერთგული სამსახურისთვის ცაგარეიშვილი.

ეს არის თქვენი დამოკიდებულება ზოგადად ქართული ჯარის და უსაფრთხოების მიმართ და გასაოცარია, რომ სუსის ბიუჯეტს ზრდით 18 მილიონით და ამცირებთ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს, მაშინ როდესაც რუსეთის ყველა მეზობელი ქვეყანა ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს.“განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42