რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირების შესახებ მუშაობა დასრულდა
პოლიტიკა - 15:49, 08 Feb, 2017     2306

ქართულმა მხარემ ორ ქვეყანას შორის საბაჟო ადმინისტრირების შესახებ მუშაობა დაასრულა - აღნიშნულს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ადასტურებს. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს:

"2017 წლის 7 თებერვალს, პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის, მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დასაწყისში, ზურაბ აბაშიძემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, გიორგი გიუნაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთის უკანონო გადაწყვეტილებაზე, რამაც საქართველოში, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებაში, მკვეთრი რეაქცია გამოიწვია.

ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების, ასევე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.

გაიმართა საუბარი პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე - განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით 2016 წლის შედეგები და 2017 წლის პერსპექტივები ამ მიმართულებით.

აღინიშნა, რომ 2013 წლიდან, ქართულ-რუსული დიალოგის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან რუსეთის ბაზარზე გატანილ იქნა 850 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. პროგრესია საავიაციო და სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების კუთხით, მნიშვნელოვნად იმატა საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობამ. გათავისუფლდა საქართველოს 7 მოქალაქე, რომლებიც რუსეთში, ჯაშუშობის ბრალდებით, მრავალწლიან სასჯელს იხდიდნენ.

ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს, ქართულმა მხარემ დაასრულა მუშაობა „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე და ამჟამად ქართული მხარე ელოდება რუსეთის მზაობას, შეთანხმების იმპლემენტაციის ეტაპზე გადასასვლელად.

გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთის მხარე, შვეიცარელ კოლეგებთან ერთად, შეეცდება დააჩქაროს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე მუშაობა.

რუსული მხარის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით.

პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42