„მინდა შევეხო მტკივნეულ თემას, რომელიც დევნილებისთვის 45 ლარიანი შემწეობის სავარაუდო გაუქმება, ხოლო შემდგომ მათთვის პოლიტიკური სტატუსის მოხსნას გულისხმობს.
ჩვენ ვხედავთ, რომ ერთის მხრივ მილიონერი ივანიშილის მთავრობა 1 მიულიონ ლარს ნახულობს ბიუჯეტში იმისთვის, რომ მოსამართე ნაზღაიძეს „რუსთავი 2“- ის ხელში ჩასაგდებად ქრთამი გადაუხადოს, მეორეს მხრივ კი, იგივე ხელისუფლება საბიუჯეტო დანაზოგს აკეთებს ჩვენს დევნილ მოქალაქეებზე.
ჩვენ ვხედავთ რომ ივანიშვილის ხელისუფლება მილიონობით ლარით უზრდის დაფინანსებას სუსს, მეორეს მხრივ იგივე ხელისუფლება სოციალურ დახმარებას ათასობით ჩვენს მოქალაქეს უხსნის.
მარტო ისანი-სამგორში შემოწმებულია 9 ათასი ოჯახი და აქედან სავარუაოდ 80% მოეხსნება სოციალური დახმარება.
მაშინ, როდესაც ივანიშვილი მთელ სახელმწიფო რესურსს იყენებს რომ იქით-აქეთ არბენინოს ხეები, ჩვენი მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს უხსნიან ძალიან მწირე დახმარებას.
მნიშვენლოვანია ამ ვითომდა რეფორმის პოლიტიკური ნაწილიც, რადგან საბოლოო ჯამში ეს დევნილებისთვის პოლიტიკური სტატუსის მოხსნას ითვალისწინებს, რაც ოკუპანტი სახელმწიფოს მოთხოვნაა"- განაცხადა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






