"ხელისუფლების მიერ არ დარჩა სფერო, რომლის კონტროლიც არ მომხდარა"- რომან გოცირიძე
პოლიტიკა - 14:55, 08 Feb, 2017     1384
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით, ქვეყანაში ყველა ინსტიტუტის უზურპაცია ხდება. ხელისუფლებას და მის არაფორმალურ მმართველს საშუალება ეძლევა თითოეული ადამიანი სრულად აკონტროლოს და შემდეგ მათი დაშანტაჟება მოახდინოს. აღნიშნულის შესახებ გოცირიძემ საპარლამენტო გამოსვლის დროს ისაუბრა.

„ძალიან სახიფათო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც არაფორმალური მმართველის მიერ ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაცია ჰქვია. ამ უზურპაციის დამაგვირგვინებელი ეტაპი იქნება, როდესაც ამ დარბაზში თქვენი თანხმობით საკონსტიტუციო სასამართლოზე სრული კონკტროლი დამყარდება - მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გახდება, ქალბატონი, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულია და ამ თანამდებობას არ შეეფერება თავისი პოლიტიკური წარსულით.

გარდა იმისა, რომ ნათელია სასამართლოს სრული კონტროლი ხდება, ახლა ჯერი მეოთხე ხელისუფლებაზე, მედიაზე მიდგა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე მხოლოდ მოამბე რჩება, სხვა გადაცემები იხურება. იხურება მეორე არხიც, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს პირდაპირ ეთერში უყურპს პარლამენტის სხდომებს.

ამ 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ საგადასახადო სამსახურს ჰქონოდა ჩვენი საბანკო ანგარიშების კონტროლის საშუალება. თქვენ ეს საშუალებაც მიეცით.

როდესაც ხელიუსუფლება ამ დონეზე აკონტროლებს ადამიანს, შემდეგ მათი დაშანტაჟებაც იოლია.

მნიშვნელოვანია შევეხოთ მოსმენების სისტემასაც, რომელიც ვითომ ნეიტრალური იქნება -რჩება სუსში და ფორმალურად ექვემდებარება პრემიერს.

არ დარჩა სფერო, რომლის კონტროლიც არ მომხდარა"- განაცხადა გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42