მიხელ ჯანელიძე საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 14:23, 08 Feb, 2017     1031
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებთან.

დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მინისტრმა მიმოიხილა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკა, ის პროგრამები და პროექტები, რომელთა განხორციელებასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს, რათა ხელი შეუწყოს დიასპორის მეტ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და უზრუნველყოს სახელმწიფოს მხრიდან დიასპორის წარმომადგენლების საჭიროებებზე ადეკვატური და დროული რეაგირება.

შეხვედრაზე დიასპორის წარმომადგენლებმა მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია საფრანგეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, ასევე ისაუბრეს იმ საკითხების თაობაზე, რომელთა მოგვარებაშიც მათ სახელმწიფოს დახმარება და ჩართულობა ესაჭიროებათ.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საფრანგეთში ვიზიტს, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საფრანგეთთან ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო მიზნები, დიასპორის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობით და ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პირობებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც განაგრძოს დიასპორის წარმომადგენლებთან ინტენსიური პირდაპირი კომუნიკაცია. ​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42