გიორგი გუგავას თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მასთან დაპირისპირებულ ოპოზიციურ პარტიაზე დევნას ახორციელებს.
გუგავას თქმით, ფინანსთა სამინისტრომ საბანკო ანგარიშები ისე დააყადაღა, რომ მათთან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია. „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი ამბობს, რომ უწყებამ საჯარო სამართლის,საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლი დაარღვია.
"დაგვადეს ინკასო და წაიღეს მთლიანად პარტიის თანხა, ეს დაკავშირებულია საარჩევნო ხარჯებთან, მოგეხსენებათ ჩვენ თანხები გადავუხადეთ ჩვენს წარმომადგენელს კომისიაში და დარჩა საშემოსავლო გადასახადი. ასეთ დროს, საჯარო სამართლის კანონი ითვალისწინებს, რომ მოხდეს გადავადება, რადგან ჩვენ კომერციული ორგანიზაცია არ ვართ. საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მიხედვით, სამწლიანი გადავადება უნდა მომხდარიყო. ამათმა კი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე პირდაპირ დაადეს ინკასო დააყადაღეს და წაიღეს თანხა მთლიანად"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" გუგავამ.
"ლეობორისტები" მომხდარის უკან პოლიტიკურ ინტერესებს და ბიძინა ივანიშვილი პირად დირექტივას ხედავენ.
"ეს პოლიტიკური დევნაა, ჯერ პარტია პარლამენტში არ შეუშვეს, წაგვართვეს კომისიის წევრების კუთვნილი ადგილი საარჩევნო ადმინისტრაციაში და ახლა ივანიშვილმა ცნობილ მევახშე ქუმსიშვილს დაავალა ეს, რაც შეასრულა კიდეც. ჩვენ მანამდე წერილობითი მიმართვაც და პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა თუმცა მათ მაინც დაადეს ანგარიშებს ყადაღა. ეს არის პირდაპირ რეპრესია, იმ პოლიტიკური პარტიის მიმართ ვინც ხელისუფლებასთან დაპირისპირებულია"- განმარტა გუგავამ.
მასალის გამოყენების პირობები






