10 თებერვალს "ენმ" "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით აქციას გამართავს
პოლიტიკა - 12:27, 08 Feb, 2017     1465
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 10 თებერვალს, 13:30 საათზე რუსთაველის მეტროსთან აქციას გამართავს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ ისაუბრა. მისივე განცხადებით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ 10-15 თებერვალს უზენაესი სასამართლო ხელისუფლების ზეწოლით, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით განაჩენის გამოტანას აპირებს.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში საზოგადოებამ იხილა არაერთი ფაქტი იმისა, თუ როგორ არის ხელისუფლება ჩართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კონკრეტულ მოსამართლესთან, კონკრეტული კორუფციული გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს, რაც ლეგიტიმურ საფრთხეს აჩენს, რომ ხელისუფლება უკანონო გადაწყვეტილიების შემკვეთად რჩება. ამ პროცესში ჩართულია ბიძინა ივანიშვილი და მისი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი გომელაური თავისი უწყებით, სუსით.

აქედან გამომიდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 10 თებერვალს 13:30-ზე რუსთაველის მეტროსთან იკრიბება, რათა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებაში ასეთი უხეში ჩარევა გააპროტესტოს.

ეს არ იქნება მხოლოდ ენმ-ის მხარდამჭრების აქცია, ეს იქნება ყველა იმ ადამიანის პროტესტი, რომელთაც უკეთესი ხვალინდელი დღე სურს.

რუსთაველის მეტროსთან შეკრების შემდეგ, მოეწყობა მსვლელობა უზენაესი სასამართლოს მიმართულებით და სასამართლო გადაწყვეტილებაში ივანიშვილის უხეშ ჩარევას გავაპროტესტებთ. ასევე, სოლიდარობას გამოვუცხადებთ ყველა იმ პატიოსან მოსამართლეს, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა სასამართლოში"- განაცხადა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42