თბილისის მერი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ სარემონტო სამუშაოებს გაეცნო
პოლიტიკა - 10:22, 08 Feb, 2017     1657

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის სატრანსპორტო კომპაანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. სადგურის კაპიტალური რეაბილიტაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და თბილისის მერიის ინიციატივით, მეტროსადგურების განახლების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, ინტენსიური სარემონტო სამუშაოები „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ სადგურებში უკვე მიმდინარეობს, ასევე დაწყებულია მეტროსადგურ „ავლაბრის“ გამაგრებითი სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში განახლდება მეტროსადგურების ყველა ბაქანის და შესასვლელის ინტერიერი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ გვირაბებს, გრანიტითა და მარმარილოთი მოპირკეთდება იატაკი. სადგურებში კი ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები დამონტაჟდება.

„სამუშაოები ითვალისწინებს, როგორც მეტროსადგურების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ვიზუალური მხარის მოწესრიგებას და უსაფრთხოების სისტემების გამართვას, რათა სადგურები მაქსიმალურად კომფორტული იყოს და მოქალაქეებს უკეთესად მოემსახუროს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა „მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „გურამიშვილის“ სადგურამდე მონაკვეთიც დაათვალიერა. ღონისძიებას დავით ნარმანიასთან ერთად, მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე ესწრებოდნენ.

სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული რამდენიმე კომპანია ახორციელებს. კერძოდ „ახმეტელის თეატრის“ სადგურის განახლებაზე კომპანია „დამბა“ მუშაობს, „ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოებს - შპს „ყვარელრემმშენი“, ხოლო მეტროსადგურ “ავლაბრის” გამაგრებით სამუშაოებს კომპანია „აბსოლუტპლიუსი“ ახორციელებს.

თბილისის მერიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, 2017 წელს კიდევ ოთხი სადგური განახლდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42