თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი შეწყალების პროცესთან დაკავშირებით საუბრობს. ელისაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ დღეს მთავრობა ატუზულია პრეზიდენტის კართან:
„ბესელია-კობახიძის ისტორიიდან დასკვნები გამოვიტანე, ერთადერთი რა შეცდომაც დავუშვი ტელეფონი პროკურატურაში არ უნდა მიმეტანა, რადგან დიდი წნეხის ქვეშ ვიყავი, მაგრამ არ ვინანებ არასდროს, რადგან შეწყალების პროცესს გადავეფარე საკუთარი ნერვების და რეპუტაციის სანაცვლოდ. ღარიბაშვილს პრეზიდენტისთვის შეწყალების უფლების წართმევა სურდა და დღეს მთავრობა ატუზული არის პრეზიდენტის კართან და ეხვეწებიან თითოეულ პატიმარზე, მათ შორის ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზაშვილი იყო ატუზული პრეზიდენტის კარზე და ითხოვდა მისი თანამესაკნის, საშინელი დანაშაულის გამო გასამართლებული კაცის, ულგარ ალიევის, გათავისუფლებას. შეწყალების კომისიამ უარი ვუთხარით ამ კაცს, სოზარ სუბარი პირადად მეხვეწებოდა საკუთარ კაბინეტში,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






