უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავიშრებით საუბრობს ქრონიკა პლიუსის რედაქტორი ელისო კილაძე. კილაძემ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პავლე კუბლაშვილი აწარმოებდა მოლაპარაკებებს მოსამართლეებთან და იგი ბიძინა ივანიშვილის ახალი ფავორიტია:
„რუსთავი 2-ის მოსამართლეებთან კომუნიკაციაში იყო ვანო ზარდიაშვილი, დეპუატატი, რომელიც სუს-ის დავალებით აწარმოებდა მოლაპარაკებებს კოლეგიის მოსამართლეებთან. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, პავლე კუბლაშვილმა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ახალი ფავორიტი, მისი მეშვეობით მიდიოდა შეთავაზებები, მაგრამ მოსამართლეებმა ეს წინადადებები არ მიიღეს. სწორედ ამ დროს,, როდესაც ხელისუგფლება მიხვდა, რომ ვერ მოახერხა მოლაპარაკება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, დაიწყო ის პროვოკაცია, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ“, - განაცხადა ელისო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






