,,ლაშა ნაცვლიშვილს, რომელიც გაიქცა საქართველოდან იმიტომ, რომ იჭერდნენ კორუფციისთვის, ნარკომანიისთვის რადგან ივანიშვილთან რომ მივიდა, ივანიშვილმა გამოაგდო ისეთ ,,კაიფში“ იყო. გაათავიულფეს და ვითომ სამკურნალოდ წავიდა, გაიქცა. სახლი აქვს იქ. მეც ვიყავი ჟენევაში და მან გამოთქვა, ჩვენი საერთო მეგობრის მეშვეობით, რომ შევხვედროდი. მანამდე ამ მეგობრის სახლში შევხვდი და მითხრა, რომ ეს სამქე, რომელზეც მე ვიყავი დაპატიმრებული, არის მოგონილი და რომ ეს არის ფარცხალაძის მოგონილი და მე ამაში ვერ ვერევიო. ასე თქვა მან. ამის შემდეგ, როცა მისი მდგომარეობა შეიცვალა და იძულებული იყო გაქცეული, მან დაიწყო ვაჭრობა მის ხელთ არსებული უკანონო ფარული ჩანწერებით, ე.წ. ზეტ-მასალებით. ეს არის უკანონო მოსმენებით მოპოვებული და ინახება გასაიდუმლოებულად. მას ეს მასალები აქვს ერევანში შენახული, როგორც მითხრა, რა მათ შორის არის ივანიშვილის საუბრები. მან ეს მომასმენინა, ესაუბრებოდა ვითაც თავის თანამშრომელს და მითხრა, რომ ეს მოსმენები დაჯდება მილიონი დოლარი. მან მთხოვა მაშნ როცა დამეკავშირებინა კიევში მყოფ ჩენს მეგორბებთან, მე დავაკავშირე დავით საყვარელიძეს. მერე როგორ განვითარდა მოვლენები არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ იქაც ვაჭრობდა. დღეს ის დაბრუნებულია თბილისში და ეტყობა ეხლა ხელისუფლებასთან ვაჭრობს. მე მას არ შევარჩენ თავისი ბინძური პირით ჩემზე საუბარს, რომელიც ცნობილია კორუფციით, ნარკომანიით, ეს დაავადებაა და მე არ ვაყენებ არავის შეურაცხყოფა, მაგრამ ეს ის კაცია, რომელიც სახელმწიფო უწყების კაბინეტებში ,,იჩხირავს“. დღეს ეს ინფორმაცია არის საჯრო და ყველას მოვახსენებ, როგორ აქვს მოპოვებული ეს უკანონო ჩანაწერები და რომ ინახავს ერევანში თავის მეგობართან“ -განაცხადა გვარამიამ ,,არჩევანის“ ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






