გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილი სამწლიანი სტრატეგია მაუწყებელზე საინფორმაციო პროგრამა მოამბის გარდა, ყველა გადაცემის გაჩერებას და ამ პერიოდში ახალ შენობაში გადასვლას, ტექნიკურ გადაიარაღებას და განახლებას გულისხმობს.
„ეს შეჩერება გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩვენ ბადის განახლებას ვიწყებთ 2018 წლიდან და ამ თვეების განმავლობაში, დიახ, ეს ნიშნავს, რომ ეთერში იქნება ე.წ. მექანიკური პროდუქცია და იქნება მოამბე, საინფორმაციო პროგრამა,“ - აცხადებს ია ანთაძე.
ია ანთაძე ირწმუნება, რომ თანამშრომელთა გათავისუფლების კუთხით ამ ეტაპზე სიები არ დგება.
„მოამბე თავისი განახლებული ფორმატით და ის მექანიკური პროდუქცია, რომელიც იქნება ეთერში, ჩვენ მთლიანობაში გვაძლებს საშუალებას, რომ დავფაროთ აბსოლუტურად ყველა ვალდებულება, რომელიც ჩვენ გვაქვს კანონით აღებული,“ - აცხადებს ია ანთაძე.
მასალის გამოყენების პირობები






