პროკურატურა ავითარებს, უბრალოდ სასაცილოა - ეს შეფასება რუსთავი2-ის ადვოკატს, დიმიტრი საძაგლიშვილს ეკუთვნის.
მისი თქმით, ხელისუფლება უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს.
„დღეს უკვე უტყუარად დადასტურდა, რომ უბრალოდ სასაცილოა ის ვერსია, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დღეებში ავითარებდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ გამოქვეყნებული წერილებით ირკვევა, რომ, თურმე, ფოსტის მეშვეობით მოხდა წერილის გაგზავნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, სადაც აღწერილია დანაშაულებრივი ქმედება. ამის შემდეგ ტელეფონის მეშვეობით, ანუ მოკლე ტექსტური შეტყობინება იქნა გაგზავნილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან და ხელისუფლების ვერსიით, ამას აკეთებდა თურმე ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ჯერ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე და შემდეგ უკვე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე,“ - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
რაც შეეხება პროკურატურის ინფორმაციიას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი შეტყობინები დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს, ადვოკატი ამბობს, რომ ეს "სუს -ის იაფფასიანი სპეცოპერაციაა“.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ რუსთავი2-ის საქმეზე ამ ეტაპზე სამართლებრივი კუთხით, ახალი არაფერი ხდება, რადგან დიდი პალატა ჯერ არ დაკომპლექტებულა.
მასალის გამოყენების პირობები






