,,ადამიანები საჭმელს სანაგვე ურნებში ეძებენ... ვისთვის ჩამოყავთ ეს დრომოჭმული როკ-ჯგუფი?“
სოც.მედია - 20:57, 07 Feb, 2017     11465
„აეროსმიტი“ მაისში ჩამოყავთო, მართალია....?! გრცხვენოდეთ !!! ესაა დაპირებული კეთილდღეობა და ნათელი მომავალი?! - კითხულობს ჟურნალისტი და ხელოვნებათცოდნე კახი ლაზარიშვილი და დღეს ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ჯგუფის საქართველოში ჩამოყვანას აპროტესტებს. ამის შესახებ კახი ლაზარიშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრობს.

კახი ლაზარიშვილი: „ეს თუ მართალია, მაშინ იბადება კითხვა, ვისთვის ჩამოყავთ ეს დრომოჭმული როკ-ჯგუფი? ჩვენი გაჭირვებული ქვეყნის მშიერ, დაგლახავებულ, დაავადმყოფებულ, დაბეჩავებულ, ჩაუცმელ, გაღატაკებულ და გაბრიყვებულ მოსახლეობას, ააქვს კი სურვილი და მოთხოვნილება, ან განწყობა და საშუალება, ამ ამერიკული როკ - ჯგუფის მოსმენისა, რომლის ჩამოსაყვანად გავრცელებული ინფორმაციით ბიუჯეტიდან თითქოს 5 500 000 იხდიან...?!

არ მეგონა, თუ ასე მალე დავივიწყებდით საქართველოს უახლეს ისტორიას და მის „გმირებს“, განა, მათაც ამას არ ვსაყვედურობდით, როცა სხვა მძიმე, უსამართლო და ხშირად დანაშაულებრივ ქმედებებთან ერთად, ასეთ უსარგებლო და ძვირადღირებულ პროექტებში ხარჯავდნენ მილიონებს, მაშინ, როცა საერთაშორისო საესტრადო სცენებიდან ათეულობით წლების უკან ჩამოსული და ზოგიერთი კარგად დავიწყებული სოლისტისა თუ ჯგუფის ჩამოყვანისთვის დახარჯული თანხით, საქართველოში ათასობით ადამიანი შიმშილსა და სიკვდილს გადაურჩებოდა...?!

ვერ ვხვდები, რა მიზანი აქვს მათ ჩამოყვანას, ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს იმისთვის კეთდება, ხელი შეუწყოს საქართველოს ცნობადობას მსოფლიოში... არა, ბატონებო, ამისთვის სხვა, უფრო ეფექტური გზები და საშუალებები არსებობს... ხომ არ ჯობია, რომ ხელი შევუწყოთ პატრიოტული სულის აღზევებას, მოვახმაროთ ეგ ფული მომავალ თაობაში პატრიოტიზმის გაღვიძებას და გაღვივებას, დავაფინანსოთ და სასწავლებლად საზღვარგარეთ გავუშვათ მომავალი ახალგაზრდა ექიმები, დიპლომატები, ფიზიკოსები, ქიმიკოსები, გეოლოგები, გეოგრაფები, სხვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტების სტუდენტები, რომლებიც ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში დარგის სფეროში შეისწავლიან და აითვისებენ უახლეს დასავლურ მიღწევებს, განავითარებენ თავიანთ ინტელექტუალურ პოტენციალს, თეორიულ ცოდნასთან ერთად გამოიმუშავებენ პროფესიულ ჩვევებს და უკან, საქართველოში უფრო კომპეტენტურები და განსწავლულები დაგვიბრუნდებიან, შემდეგ კი ისევ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და განვითარებისთვის გაირჯებიან!

ამომრჩევლს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას, თქვენ, ახალ სამუშაო ადგილებს და ბევრ დასაქმებულ ადამიანს პირდებოდით, მშვიდ, ბედნიერ მომავალს და კეთილდღეობას პირდებოდით, სწორედ ამ დაპირებების გამო მოხვედით ხელისუფლებაში, მაგრამ ვერ შეასრულეთ, რისთვისაც ბოდიში გაქვთ მოსახდელი!

დაუყოვნებლივ დაუბრუნეთ ადამიანებს არსებობისთვის ის მინიმუმი, რაც აქამდე ჰქონდათ და დიდი წვალებით თვიდან თვემდე ძლივს გაქონდათ თავი... მაშინ, როცა ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობაა და ადამიანები თავის გადასარჩენად საჭმელს სანაგვე ურნებში ეძებენ, ხოლო დასაქმებული მოსახლეობის მხოლოდ მცირე პროცენტი წლების მანძილზე მინიმალურ ხელფასზე მუშაობს - თეატრებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში და კიდევ სხვა კულტურულ-შემოქმედებით თუ სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებში, როგორ ბედავთ და აქამდე არსებულ ბიუჯეტს 10 პროცენტით როგორ უმცირებთ?! ადამიანებს ლუკმას როგორ აცლით პირიდან და მშიერს როგორ ტოვებთ მათ?!

არა, ბატონებო, ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა საქართველოში უცხოური ჯგუფების ჩამოყვანა, მათთვის მილიონების გადახდა, მაშინ როცა ბევრი ადამიანი აქ, ამ ქვეყანაში წამალს ვერ ყიდულობს, მძიმე დიაგნოზის გამო ოპერაციას ვერ იკეთებს და დასახმარებლად სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებში და ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე გადასარიცხად ერთ ლარს ისევ თავის გაჭირვებულ თანამოქალაქეებს სთხოვს....

გრცხვენოდეთ !!! ესაა დაპირებული კეთილდღეობა და ნათელი მომავალი?!

ადამიანებს იმედი ჰქონდა და სჯეროდათ, რომ მათი ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვლებოდა! " მეოთხე ბედნიერი წელიც"(თქვენთვის ბედნიერ და არავითარ შემთხვევაში ჩვენთვის), დასრულდა და მეხუთე დაიწყო, მაგრამ ხალხს ეუბნებით ქამრები შემოიჭირეთ და უკიდურესად დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ ხელფასებზე იმუშავეთო. 25 წელზე მეტია ქამრები ისე გვაქვს შემოჭერილი, რომ მალე წელში გაგვწყვიტავს.

ღვაწლმოსილი მეცნიერ-თანამშრომლები, ინჟინრები, ეკონომისტები, პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები, მუსიკოსები და სხვა... რომელთა უკანაც ოჯახები დგას, 20 წელზე მეტია უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობენ... ამიტომ, ლეგიტიმური უფლება გვაქვს ვიცოდეთ, რაში და ვისთვის იხარჯება ჩვენი ფული, როცა ხელფასებს გვიმცირებთ... ჩინოვნიკების მრავალათასიანი ხელფასებისთვის, პრემიებისთვის და დანამატებისთვის?!

აი, ალბათ ესაა საქართველოს ბიუჯეტის დაცარიელების მიზეზი, მაგრამ იქნებ რაიმე მნიშვნელოვანსაც აკეთებთ და შიმშილისგან ცოცხალ-მკვდარი მოსახლეობა ვერ ვხედავთ თქვენს სიკეთეებს?! ბატონებო, გამოიჩინეთ კეთილშობილება, მოიკელით და გაუნაწილეთ ხალხს თქვენი შემოსავალი, ხოლო თქვენ დაიტოვეთ 250 ლარი ყოველთვიური ხელფასი და მერე თუ ისევ გვეტყვით რომ ყველაფერი კარგადაა, დავიჯერებთ. დავიჯერებთ, რომ ფასები პროდუქტებზე არ გაზრდილა და რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება საამურია!

დაუბრუნეთ ადამიანებს აქამდე არსებული ხელფასი და დააფასეთ მათი შრომა, დააფასეთ ადამიანი, თორემ საკუთარ კაბინეტებში ცვილის ფიგურებივით გამოკეტილები ვერ გადაურჩებით მშიერი, დამცირებული, ღირსებააყრილი ხალხის ტალღას, ხოლო აზვირთებულ ტალღებში როგორც ამთავრებენ სუნთქვას, ეს არ გესწავლებათ. გაყიდეთ ამ ოთხი წლის მანძილზე ნაგროვები სიმდიდრე, ნაშენები სასახლეები, შეძენილი სახლები, აგარაკები და დააბრუნეთ ხალხის ფული ბიუჯეტში, გამოფხიზლდით და დაიწყეთ ადამიანებზე ზრუნვა, უკვე დროა…!!!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42