თბილისის საკრებულოს წევრი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ნარმანიას უწყება ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სოციალურ საკითხებისადმი უყურედღებობას იჩენს, სამაგიეროდ მერია თანამშრომლებისთვის პრემია-დანამატის გაცემაზე თავს არ ზოგავს.
„ნარმანიას, ეტყობა, არ მისცეს იმიტომ, რომ ნარმანიას ხომ არ იღებს თვითონ გადაწყვეტილებებს, ნარმანიას სუს-ი მართავს. ეტყობა, სუს-ში გაბრაზებულები არიან ნარმანიაზე და არ მისცეს, არ გამოუწერეს პრემია და დანამატი და ამიტომ აქვს ნული. საერთო ჯამში, შეიძლება, ნულით შეფასდეს ნარმანიას მერობა,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის, ინფორმაციით, თბილისის მერიის მხოლოდ ერთეულ ნაწილში 1 662 000 ლარამდე პრემია-დანამატი გაიცა.
„ჩვენ, მინიმუმ, მივიღებთ რიცხვს, რომელიც არ იქნება 4 მილიონ ლარზე ნაკლები. დედაქალაქ თბილისში ახალი წელი მოვიდა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის,“ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






