"მნიშვნელოვანია კონკრეტული პასუხი, ვინ ჩაიდინა, რა სანქცია მიესადაგება პირს, რომელიც უხეშად ჩაერია მოსამართლის საქმიანობაში"- დოლიძე
პოლიტიკა - 17:38, 07 Feb, 2017     1463
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძემ პროკურატურის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის საქმესთან დაკავშირებით დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ მივესალმებით პროკურატურის მხრიდან საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას, თუმცა დღეს რაც ვიხილეთ, ეს არის პოტენციურად მტკიცებულებები საქმეზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედეგი, რომელიც შეიძლება ამ საქმესთან დაკავშირებით დაიდოს. შედეგში იგულისხმება პასუხისგებაში მიცემა ან საქმის დახურვა, ან საბოლოო წერტილის დასმა იმ კითხვებზე, რა კითხვებიც დაისვა. დღეს ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებს, ამ მტკიცებულებების გარჩევა საინტერესოა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გავიგოთ კონკრეტული პასუხი, იყო თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, ვინ ჩაიდინა ეს და რა სანქცია მიესადაგება იმ პირს, რომელიც უხეშად ჩაერია მოსამართლის საქმიანობაში"- აღნიშნა დოლიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ დღეს გასაჯაროებული ინფორმაციით, რთულია მთლიანად მსჯელობა იმაზე, თუ რა მტკიცებულებებია საქმეზე.

"დღეს ჩვენ ვიმყოფებით სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთ ეტაპზე. დღეს გასაჯაროვდა მტკიცებულებები და რთულია მთლიანად მსჯელობა იმაზე, თუ რა მტკიცებულებებია საქმეზე, ვიდრე საბოლოო ჯამში, ასევე არ გავიგებთ იმას, როგორ იმართლებს თავს მეორე მხარე.

ეს იქნება სწორი, სამართლიანი სასამართლო პროცესი, რომელიც შესაბამის ადგილას უნდა წარიმართოს. ბოლოს მნიშვნელოვანია, ჩვენ გავიგოთ, ვინმე მიეცემა პასუხისგებაში თუ არა, არის დანაშაული სახეზე თუ არა და სწორედ ამ პასუხს ველოდებით ჩვენ საბოლოო ჯამში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42