პარლამენტს ჰქონდა ძალიან კარგი სტარტი - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 16:02, 07 Feb, 2017     1434
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2016 წლის საშემოდგომო სესიის პერიოდის საქმიანობა შეაჯამა და საზოგადოებას პარლამენტის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. მისი განცხადებით, ჟურნალისტებთან მსგავსი შეხვედრები ყოველი სესიის დასრულების შემდეგ გაიმართება და პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა ტრადიციის სახეს მიიღებს.

„პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ პარლამენტმა აქტიურად დაიწყო თავისი საპარლამენტო უფლებამოსილებების განხორციელება. პარლამენტს ჰქონდა ძალიან კარგი სტარტიდა საშემოდგომო სესიაზე არასრული თვენახევრის განმავლობაში მან არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა პოლიტიკური ურთიერთობების ახალი ეტაპისთვის პოზიტიური საფუძვლის ჩაყრა შეძლო. მაშინ, როცა არჩევნების წინ ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო გვქონდა და პარლამენტი განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე იდგა. ეს გამოწვევა მდგომარეობდა იმაში, რომ პარლამენტის შიგნით ჩვენ პოლიტიკური ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე უნდა გადავსულიყავით და რეალურად გაკეთდა ყველაფერი იმისათვის, რომ პოზიტიური საფუძველი ჩაგვეყარა პარლამენტის შიგნით ურთიერთობების ჯანსაღ გარემოში განვითარებისათვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ცხოვრებაში ოპოზიციის აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომლებიც კონსესუსის საფუძველზე იქნა მიღებული.

„ოპოზიციას პარლამენტში მთელი რიგი თანამდებობები აქვს განკუთვნილი, მათ შორის, ვიცე-სპიკერის თანამდებობები და ასევე თითოეულ კომიტეტში მოადგილის დონეზე ყველა საპარლამენტო პარტიაა წარმოდგენილი. ეს პოზიციები საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის სამართლიანად იქნა გადანაწილებული, რასაც აღნიშნავენ ჩვენი კოლეგებიც ოპოზიციური პარტიებიდან. პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ასევე საპარლამენტო დელეგაციებში სამართლიანად იქნა გადანაწილებული კვოტები. გარდა ამისა, ზოგადად შედგა სათანადო კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შორის, რაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას. ეს არის განსაკუთრებული გამოწვევა ჩვენი პოლიტიკური სისტემის და ამ კუთხით პარლამენტს განსაკუთრებული როლის შესრულება მართებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42