"პროკურატურა ივანიშვილის ნოტარიუსად გადაიქცა"- დავით საყვარელიძე სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობს
პოლიტიკა - 15:23, 07 Feb, 2017     2357
საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებას "ნიუპოსტთან" გამოეხმაურა.


დავით საყვარელიძე ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დგას, რომელიც თავის მხრივ "შუშის სასახლიდან მიღებული დირექტივებს" ასრულებს.

"მშვილდ-ისრით ვაპირებდი წერილის გატყორცნას და შემდეგ მტრედებს გავატანე, თავიდან იუმორში მინდოდა გამეტარებინა ეს ყველაფერი, მაგრამ კრიზისი იმაზე ღრმაა როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ძალიან გული მწყდება, რომ ამ მარაზმატიკების ხელშია ჩავარდნილი ჩვენი ქვეყანა. კომენტარიც კი ზედმეტია, ბავშვსაც კი გაეცინება, ადამიანი ვისაც უნდა დანაშაული ჩაიდინოს არ აგზავნის წერილებს ღია წერილით. მართლაც, ბავშვმაც რომ გამოიძიოს ეს საქმე კვალი მას სუსი-ს შენობაში, ერთ-ერთ კომპიუტერამდე, იმ პრინტერამდე მიიყვანს, საიდანაც ამობეჭდილია ეს წერილები"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" დავით საყვარელიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ის უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობითაა დაკავებული.

"მე ახლა მთლიანად გადართული ვარ უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში. ჩვენ აქ ვაშენებთ ძალიან სერიოზულ ოპოზიციურ ძალას დღეს კი გავიგე, რომ თურმე უკრაინიდან საქართველოში მოსამართლეებს ვემუქრებოდი. როგორც ჩანს, მართლა ემუქრებოდნენ ამ ადამიანებს, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები, შემდეგ ალბათ ეს ამბავი გაუსკდათ, შეეშინდათ და გადაწყვიტეს, ასეთი პრიმიტიული, სასაცილო, შეთითხნილი მასალის გადმოგდებით გადაიტანდნენ ყურადღებას ჩვენი მისამართით. გულწრფელად, ეს ინსტიტუტები, მათ შორის პროკურატურა ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვაშენეთ, სადაც ჩემდა სამწუხაროდ ძალიან ცოტა ღირებულების მატარებელი ხალხი აღმოჩნდა. პროკურორები დღეს, უბრალოდ ნატარიუსებად გადაიქცნენ და რასაც სუსი-ს შენობიდან, ან შუშის სასახლიდან მოიუთითებენ, ყველაფერზე ხელს აწერენ. პირველი კურსის იურიდიული განათლების მქონე ადამიანიც კი არ გააკეთებდა ამას და თავს არ დააცინინებდა ხალხს. ძალიან მწყდება გული, რომ ეს ადამიანები, რომლებიც მე ძალიან კარგად მიცნობენ ამას კადრულობენ"- განმარტა საყვარელიძემ.

საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ პროკურატურის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია.

"ეს არის სისხლის სამართლის მასალების ფაბრიკაცია და სისხლის სამართლის დანაშაული. ეს საქმე არის ძალიან მკაფიო დადასტურება იმისი, როგორ ითითხნებოდა საქმეები, რომლის საფუძველზე ათასობით ადამიანი ციხეში იმყოფება, ზოგიერთი კი პოლიტიკური დევნილია. რომელ ობიექტურობაზე ვსაუბრობთ, როცა პროკურატურა ივანიშვილის ნოტარიუსად გადაიქცა"- თქვა საყვარელიძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი შეტყობინები დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42