ასევე ცნობილია, რომ შეხვედრის ფარგლებში გიორგი ცერცვაძის საქმის განხილვაც მოხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად გრიგორი კარასინმაც.
კარასინი ამბობს, რომ რუსეთს ქართველ სამხედროებზე ნადირობა არ აქვს გამოცხადებული.
„ამის შესახებ მსმენია. დღეს ამ საკითხს ჩვენ განვიხილავთ. როგორც მე ვიცი, საუბარია კრიმინალზე, კრიმინალურ დანაშაულზე, რომელიც ამ ბატონმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩაიდინა. თუ არ ვცდები, 2003 წელს. დოკუმენტები, ბუნებრივია გვაქვს. ჩვენ მოთხოვნებს ინტერპოლში უმიზეზოდ არ ვაგზავნით. ჩვენ შეხვედრაზე ჰუმანიტარულ საკითხებს და მათ შორის ამ ბრალდებების საკითხსაც განვიხილავთ. ქართველ სამხედროებზე ნადირობა არ მიმდინარეობს. ჩვენ ვატარებთ გამოძიებას იმ კრიმინალურ საკითხებზე, რომლებიც, სამწუხაროდ რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ტერიტორიაზე ხდება,“ - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე რუსი დიპლომატისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლაკაევის საკითხზეც ისაუბრებს.
მასალის გამოყენების პირობები






