თავდაცვის მინისტრმა კანადელ დიპლომატს უმასპინძლა
პოლიტიკა - 13:53, 07 Feb, 2017     1187

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში კანადის ელჩს ქრისტოფერ ჯონ კუტერს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა კანადის ელჩს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო წვრთნებისა და განათლების სფეროს განვითარება უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ლევან იზორიამ კანადურ მხარესთან სამხედრო განათლების სფეროში, ასევე სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის თვალსაზრისით, თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოში კანადის ელჩმა სამინისტროს ფარგლებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი მოიწონა და, რეფორმების თვალსაზრისით, კანადის სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აღგვითქვა. წელს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა უფრო გაღრმავდება, კერძოდ, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, კანადა სამხედრო გემის შემოყვანას გეგმავს, რომელსაც მალე ვუმასპინძლებთ. ასევე, ვგეგმავთ ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას სამხედრო განათლების სფეროში და ერთობლივ წვრთნებში უფრო ინტენსიურ მონაწილეობას. ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ. ასე რომ, საქართველოსა და კანადის მხარეები აქტიურად ჩაერთვებიან ორმხრივ თუ ნატოს ეგიდით ჩატარებულ ერთობლივ წვრთნებში“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ კანადა საქართველოთან სამხედრო განათლების კუთხით მჭიდროდ თანამშრომლობს. „მოხარულები ვართ იმ პროგრესით, რასაც საქართველომ მიაღწია. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. მივიჩნევთ, რომ თქვენ მიერ არჩეული მიმართულება ძალიან პროგრესირებადია, ეს იქნება თქვენ მიერ სამთავრობო დონეზე გატარებული რეფორმები სამხედრო თუ სამოქალაქო სფეროში. ეს ყველაფერი კი, ქვეყნის დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს. დღევანდელი ჩემი სტუმრობის მიზანი, ასევე წარმოადგენს ჩვენს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობა ძლიერია და გვსურს ურთიერთობა გავაღრმავოთ ეკონომიკური მიმართულებითაც. ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც საქართველოსთან კიდევ უფრო გაღრმავებული თანამშრომლობა გვექნება“, - აღნიშნა კანადის ელჩმა.


თავდაცვის მინისტრმა კანადელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის და იმ მზაობისთვის, რომელსაც კანადის მთავრობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით იჩენს, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, ასევე კანადის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42