გიორგი მღებრიშვილი შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 13:52, 07 Feb, 2017     1172

გიორგი მღებრიშვილის მოწვევით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ვიზიტით, შვედეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი ანდერს იგემანი და შვედეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია.

საქართველოსა და შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას - „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, რომლის საფუძველზეც საპოლიციო სფეროში საქართველოს და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

საქართველოს შს მინისტრმა შვედეთის სამეფოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის წარმატებული საპოლიციო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა შვედეთის სამეფოში საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი მუშაობა, რომელიც შვედეთის ეროვნულ პოლიციასთან პირდაპირ, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. გიორგი მღებრიშვილის თქმით, პარტნიორ ქვეყნებში საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეების დანიშვნამ პოზიტიური შედეგები მოიტანა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

საქართველოს შს მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროპოლის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის განვითარებაზე. „ევროპოლის ფარგლებში, ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა დაეფუძნება საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომლის პროექტი ევროპის პარლამენტმა სულ ცოტა ხნის წინ, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება,“- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

შვედეთის სამეფოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის ეროვნული პოლიციის კომისრის მოადგილე, მეტს ლოფვინგი და შვედი სამართალდამცველები საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ და შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს - „112“-ს ეწვევიან.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42