"ტყუილ ფაქტს აჟღერებთ, ცდილობთ, ცდილობთ მოსამართლეს შეულახოთ ღირსება"- ქუცნაშვილი R2-ის კითხვამ გააღიზიანა
პოლიტიკა - 13:33, 07 Feb, 2017     2384

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს სიცრუესა და ფაქტების გაყალბებაში ადანაშაულებს.

დეპუატატი ჟურნალისტის იმ კითხვამ გააღიზიანა, რომელიც რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატალია ნაზღაიძის ოჯახისთვის გადახდილ მილიონ ლარამდე თანხას შეეხებოდა და რომელიც დედაქალაქის მერიამ გასცა.


„მე ვფიქრობ, რომ თქვენ ფაქტებს ამახინჯებთ, მილიონი ლარი არავის არავისთვის არ გადაუხდია და თქვენი ეს პიარული ტექნიკა, ამჯერად უკვე ახალი მოსამართლის მსხვერპლად ამოღების მიმდინარეობს. ცდილობთ, რომ მოსამართლეს და მისი ოჯახის წევრებს შეულახოთ ღირსება, ამიტომაც მილიონი არ გადაუხდიათ, ამიტომ ტყუილ ფაქტს აჟღერებთ. მანახეთ დოკუმენტაცია. მე ფაქტებს არ ვავრცელებ, ასე რომ, თქვენ ხართ ვალდებული, რომლებიც ავრცელებთ ამ ტყუილ ინფორმაციას, ფაქტებიც უნდა დააზუსტოთ,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მან რუსთავი 2-ის ჟურნალისტს იმ დოკუმენტების ჩვენება მოსთხოვა, სადაც აღნიშნულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის თანხა გადაეცა ნატა ნაზღაიძის ოჯახს.

„არ გაქვს ახლა დისკუსიის კულტურა. გეუბნები, რომ მანახე დოკუმენტი და ვერ მანახებ და ახლავე ჩამოხვედი მილიონიდან 400 ათას ლარზე და დოკუმენტი რომ დაიჭირო ხელში, კიდევ უფრო ნაკლებზე ჩამოხვალ,“ - მიმართა ზაქარია ქუცნაშვილმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42