ვეტო თავისი შინაარსით ბევრი კითხვისა და კრიტიკის მატარებელია - ბესელია
პოლიტიკა - 12:13, 07 Feb, 2017     1349
კომიტეტის სხდომაზე სასამართლო სისტემის რეფორმის ე. წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ კი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის "ვეტო თავისი შინაარსით, ბევრი კრიტიკისა და კითხვის მატარებელია".
„ის ლოგიკა, რომ იუსტიციის საბჭოს არ ჰქონდეს უფლება, მოსამართლეთა კოლეგიების, ან თავმჯდომარეების არჩევის, საერთოდ ეწინააღმდეგება პრინციპს - თუ იუსტიციის საბჭოს მოსამართლედ განმწესების უფლება აქვს ყველა ინსტანციაში, გარდა უზენაესი სასამართლოსი, ის იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლეების განმწესების, მათ შორის, უვადო განმწესების, მითხარით ლოგიკა სად არის, როდესაც ვამბობთ, რომ იმავე საბჭოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის არჩევის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ამასთან, საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეები ფარული კენჭისყრით, თავად ირჩევენ, ვინ უნდა იყოს იუსტიციის საბჭოში. ასეთი ჩარევა, რომ ჩვენ ავუკრძალოთ მოსამართლეს, რომ ეს კატეგორია შეიძლება იყოს არჩეული, ხოლო მეორე კატეგორია არ შეიძლება იყოს არჩეული, მიმაჩნია პრინციპულად მოსამართლეთა თავისუფალი ნების გამოხატულებაში ჩარევად. ასე, რომ ბევრი კითხვა გვაქვს ჩვენ. ვეტოს დაძლევის თვალსაზრისით, წინასწარ გამოხატული პრინციპული პოზიცია კი არ გვაქვს ჩვენ, უბრალოდ ეს ვეტო თავისი შინაარსით არის ბევრი კითხვისა და კრიტიკის მატარებელი. ასევე ბევრი წინააღმდეგობაა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელია მიღებული ნორმებს უფრო დემოკრატიულს, მოსამართლეებისთვის უფრო მეტი თავისუფლების მიმნიჭებელს უწოდებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42