"მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილი გეგმა ემსახურება კრიზისის გაღრმავებას"- "თავისუფალი დემოკრატები" საზმაუზე
პოლიტიკა - 11:15, 07 Feb, 2017     1015
"თავისუფალი დემოკრატების“ განმარტებით ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილი გეგმა ემსახურება სწორედ იმ კრიზისის გაღრმავებას, რომელიც მას-მედიაშია შექმნილი და საქართველოში უშუალოდ ემუქრება დემოკრატიის მთავარ ღირებულებას - სიტყვის თავისუფლებას“.

,,გუშინ ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით საზოგადოებრივ მაუწყებელზე თოქ-შოუები არ იარსებებს საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებისა და მიღების დროს და არც შემოდგომაზე დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში. ეს გეგმა გულისხმობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თითქმის მთელი წლით შეწყვეტს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რომელიც პირველ რიგში იმაში მდგომარეობს, რომ ამ ტელევიზიამ საზოგადოება უნდა უზრუნველჰყოს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესების დროული და ობიექტური გაშუქებით. საზოგადოებრივ მაუწყებელზე საქართველოს საზოგადოება უნდა ხედავდეს თავის მდგომარეობას და ისმენდეს თავის ხმას. ამიტომ, ვასილ მაღლაფერიძის გეგმა მიზნად ისახავს საქართველოში მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის თავისუფალი ხმის წართმევას და თვალსაწიერის მაქსიმალურად დავიწროებას, კრიტიკული აზრის დახშობას. ამ დასკვნის მართებულებაში გვარწმუნებს როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში ტელევიზიებში განვითარებული მოვლენები, რომელთა შედეგად დაიხურა მაღალრეიტინგული თოქ-შოუები, ასევე პოლიტიზებული სასამართლო პროცესი, რომელიც ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ტელეკომპანია რუსთავი 2-ს წინააღმდეგაა მიმართული.

ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები“, სოლიდარობას ვუცხადებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა ჟურნალისტსა და თანამშრომელს, რომელსაც გამოცხადებული რეფორმის შედეგად შეეზღუდება პროფესიული საქმიანობისა და შემოქმედებითი მოწოდების აღსრულების საშუალება. ჩვენ დაბეჯითებით ვთხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრს, ხელი არ შეუწყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის დარღვევას, ტელევიზიის თანამშრომლების შევიწროებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის სრულებით გაუმართლებელ შეჩერებას. ვასილ მაღლაფერიძემ გუშინ წარმოდგენილ გეგმას „ანტიკრიზისული“ უწოდა, თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს გეგმა ემსახურება სწორედ იმ კრიზისის გაღრმავებას, რომელიც მას-მედიაშია შექმნილი და საქართველოში უშუალოდ ემუქრება დემოკრატიის მთავარ ღირებულებას - სიტყვის თავისუფლებას“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42