კახი კალაძესთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კითხვები არ მოხსნილა.
“გაზპრომთან ხელშეკრულება არ არის მხოლოდ ეკონომიკური ხელშეკრულება. მას აქვს სერიოზული პოლიტიკური შემადგენელი და ამ რაღაც გასაიდუმლოების პირობებში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა ღიად ვილაპარაკოთ პოლიტიკური დებატების ფორმატში,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის წევრმა გიგი წერეთელმა.
"ნაციონალური მოძრაობაში" მიიჩნევეს, რომ კახა კალაძემ დაბაშაული ჩაიდინა.
„ეს არის სახელმწიფოებრივი, ძალიან სერიოზული დანაშაული, რაც ჩაიდინეს ასე ფარულად გაზპრომთან მიმართებაში და ამაზე ძალიან ბევრ ადამიანს მოუწევს საზოგადოების და ჩვენ წინაშე წარდგომა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ევროპული საქართველო ენერგეტიკის მინისტრის პარლამეტში დაბარებისა და დებატების გამართვის საკითხის დაყენებას დღევანდელ ბიუროს სხდომაზე აპირებს.
ქართულ ოცნებაში კი კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ისინი მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში ამ თემაზე დაბარების აზრს ვერ ხედავენ.
„ჩვენ გვაქვს სრული ინფორმაცია, იმ დოზით, რა დოზითაც პარლამენტს უნდა ქონდეს. მიღებული იყო გონივრული და კარგად აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილება, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება და შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






