ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა“ საქართველოს შესახებ შეფასების მეოთხე რაუნდის ანგარიში გამოაქვეყნა
პოლიტიკა - 10:05, 07 Feb, 2017     1232

ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა“ საქართველოს შესახებ შეფასების მეოთხე რაუნდის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში შეეხებოდა კორუფციის პრევენციას საკანონმდებლო ორგანოში, სასამართლო ხელისუფლებაში და პროკურატურაში.

მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ანგარიში ძირითადად მიმოიხილავს იმ გამოწვევებს, რომლებიც ამჟამად არსებობს საკანონმდებლო ხელისუფლებაში, სასამართლო სისტემაში და პროკურატურაში. ხარვეზების მიმოხილვის გარდა, GRECO-ს ანგარიშში მოცემულია რეკომენდაცია ყველა არსებული გამოწვევის გაუმჯობესებისთვის. ანგარიშის მიხედვით, მიღწეული შედეგების მიღმა მნიშვნელოვანია ყურადღება დაეთმოს ძალაუფლების დანაწილების პრინციპის განმტკიცებას, სასამართლო სისტემის რეფორმას და პროკურატურის პოლიტიკური ზეგავლენისგან სრულად განთავისუფლებას და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების გაზრდას.

კორუფციის პრევენცია საკანონმდებლო ხელისუფლებაში - რეკომენდაციები

- გაიზარდოს საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობა და მოხდეს კანონპროექტების, მათში შესული ცვლილებების და კომიტეტების მუშაობის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის დღის წესრიგის და შეხვედრების შედეგების შესახებ ინფორმაციის) ხელმისაწვდომობის გაზრდა და საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი ერთიანი ჩარჩოს და პროცედურების ჩამოყალიბება.

- შეიქმნას და დამტკიცდეს სავალდებულო ეთიკის კოდექსი, სადაც გათვალიწინებული იქნება ინტერესთა კონფლიქტის სხვადასხვა შემთხვევა (საჩუქრები, შეუთავსებლობები, ფინანსური ინტერესები, ხელშეკრულებები და ა.შ); რომელიც იქნება ფართოდ ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის; და რომელიც განმტკიცებული იქნება შესრულების და ცნობიერების ამაღლების პრაქტიკული ღონისძიებებით.

- შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც დაავალდებულებს პარლამენტის წევრებს, გაამჟღავნონ ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევები და, ამავდროულად, შესაძლებელი გახდეს ამ შემთხვევების მონიტორინგი.

კორუფციის პრევენცია სასამართლო სისტემაში - რეკომენდაციები

- რეკომენდაცია გაუწია მოსამართლეთა შერჩევისა და დაწინაურების წესების რეფორმირებას, რომლებმაც უნდა მოიცვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაფუძნება ნათელ და ობიექტურ, წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებზე და მათი სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა.

- რეკომენდაციაა, რომ თუ მიღებული იქნა მოსამართლეთა გადაყვანის შესახებ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილება, ის უნდა შეიცავდეს მოსამართლეთა თანხმობის გარეშე მათი სხვა სასამართლოში გადაყვანის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ადეკვატურ გარანტიებს, მათ შორის, ასეთი ღონისძიების, კანონით მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გამოყენების შესაძლებლობას, ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრების უზრუნველყოფით.

- გადანაწილებას ავტომატური (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

- ოსამართლეთა ეთიკის კოდექსის განახლებაზე მუშაობის განგრძობადობას, მისი ყველა მოსამართლისთვის გაცნობასა და საჯარო ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნეს კოდექსის იმპლემენტაციის პრაქტიკული ღონისძიებები, როგორიცაა წერილობითი სახელმძღვანელო და განმარტებები, შემდგომი ტრენინგები და კონფიდენციალური კონსულტაცია.

- გატარებული იქნეს საჭირო ზომები მოსამართლეთა დისციპლინური წარმოების ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და ობიექტურობის გასაზრდელად, მათ შორის: უფრო კონკრეტულად განისაზღვროს დისციპლინური გადაცდომები; უზრუნველყოფილი იქნეს საბჭოს მიერ მიღებული საჩივრების სიღრმისეული შესწავლა და საქმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთება და მხარეთა ინფორმირება; დაინერგოს საბჭოს გადაწყვეტილებებისთვის უბრალო უმრავლესობის მოთხოვნა; გაუქმდეს საბჭოს მიერ მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა, როგორც დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება.

კორუფციის პრევენცია პროკურატურის სისტემაში - რეკომენდაციები

- GRECO რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავრობას, მიიღოს საჭირო ზომები პარლამენტის/მთავრობის გავლენის შესამცირებლად მთავარი პროკურორის დანიშვნისა და საპროკურორო საბჭოს საქმიანობის პროცესში.

- პროკურორთა დანიშვნისა და დაწინაურების ისეთი დეტალური რეგულირება, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღებას ზუსტი და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე (რომელიც იქნება საჯარო); გარდა ამისა, აღნიშნულ პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამჭვირვალობა და დასაბუთებულობა.

- რეკომენდაცია მოიცავს პროკურორთათვის საქმეთა გადანაწილების ობიექტური და ნათელი კრიტერიუმების დანერგვის ვალდებულებასა და ზემდგომი პროკურორების მიერ გადაწყვეტილებებისა და ინსტრუქციების წერილობით დასაბუთების ვალდებულებას.

- საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის განახლებაზე მუშაობის განგრძობადობას, მისი ყველა პროკურორისთვის გაცნობასა და საჯარო ხელმისაწვდომობას; გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნეს კოდექსის იმპლემენტაციის პრაქტიკული ღონისძიებები, როგორიცაა წერილობითი სახელმძღვანელო და განმარტებები, შემდგომი ტრენინგები და კონფიდენციალური კონსულტაცია.

- უნდა გაფართოვდეს დეკლარაციების მონიტორინგის რეჟიმის საზღვრები.

- გადაიხედოს პროკურორთა დისციპლინირების არსებული რეჟიმი, მათ შორის, უფრო კონკრეტულად განისაზღვროს დისციპლინური დანაშაულები და უზრუნველყოფილი იქნეს სანქციების პროპორციულობა.

- IDFI რეკომენდაციით მიმართავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს და მასში შემავალ წევრებს, უახლოეს გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილონ GRECO-ს მონიტორინგის ანგარიში;

- IDFI რეკომენდაციით მიმართავს GRECO-ს ანგარიშის ადრესატ საჯარო დაწესებულებებს და ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს, რომ GRECO-ს რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული საქართველოს 2017-2018 წლების ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42