საქართველოს პრეზიდენტი „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებაზე კომენტარი გააკეთა. ტელეკომპანია „იბერიასთან“ საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „გაზპრომი“ გლობალურ პოლიტიკაში დიდ როლს თამაშობს:
„გაზპრომთან დაკავშრებით რთულკი პროცესი იყო, 2015 წელს მოვითხოვე ამ საკითხის მტავრობის სხდომაზე გატანა, მაშინ პასუხი იყო ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და არავისთან კონსულტაცია არ გვჭირდება, გაზპრომი არის რუსული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხელი, როდესაც მასთან ვურთიერთობთ ძალიან კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, ეს მართლაც ძლიერი მოთამაშეა გლობალური პოლიტიკის არენაზე, როდესაც საქართველოს აქვს მასთან ურთიერთობა, ბევრი თვალსაზრისით, უნდა ვიყოთ ძალიან მობილიზებული, პრეზიდენტი როდესაც ხვდება სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ერთიანი ფრონტით უნდა ვიყოთ მომზადებული და არ უნდა დავრჩეთ ერთი ერთზე, საქართველო და გაზპრომი არ უნდა დარჩეს ერთი ერთზე გაზპრომთან. ის ხომ ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს პოზიციები შესუსტდა ამ მოლაპარაკებების შედეგად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






